Survation: გამოკითხულთა 65 პროცენტი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
295 13 აგვისტო 2020, 16:21

"რუსთავი 2-ის" დაკვეთით ჩარტარებული, ბრიტანული ავტორიტეტული კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 65 პროცენტი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

შეკითხვაზე: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რამდენად სავარაუდოა, რომ თქვენ მასში მიიღებდით მონაწილეობას - პასუხები ასე გადანაწილდა:

თითქმის დარწმუნებული ვარ - 65 %

ალბათ მივიღებდი - 13%

50/50 - 13 %

არ მივიღებდი მონაწილეობას -8%

არ ვიცი/ უარი პასუხზე  -  1%

გამოკითხულია 1200 საარჩევნო ასაკის მქონე პირი, რომლებსაც კომპანიამ შეკითხები მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებთან, მათ ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებით დაუსვა. 

კომპანია "Survation-ი" ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და 20-წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვა.

სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში კომპანია თანამშრომლობდა არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ბრიტანულ პოლიტიკურ პარტიებთან თუ კერძო კომპანიებთან: BBC, The Guardian, Sky News, Daily Telegraph - ეს მხოლოდ იმ მედია ორგანიზაციების ნაწილია, ვინც საარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევა Survation-ს ანდო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი - ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება ჩემთვის გზავნილია, დეპუტატო, ხალხმა აგირჩია დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის წევრად, მაგრამ გარედან დიქტატს დაემორჩილეო, ეს არ მოხდება
ირაკლი მეძმარიაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
შსს: იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ
კულტურის სამინისტრომ ანსამბლებს, „მე რუსთველი“ და „თუთარჩელა“, ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა Telegram-ის ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
არქივი