ორივე პარტიაში არიან ადამიანები, ვისთანაც ვითანამშრომლებდი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
299 12 აგვისტო 2020, 23:06

„ჩემთვის ქართული ოცნება ასოცირებულია გაჩერებულ ქვეყანასთან, სააკაშვილი კი, სხვა ქვეყნის პოლიტიკოსია“, - ასე უპასუხა ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კითხვას - ითანამშრომლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან ან ენმ-სთან იმ შემთხვევაში, თუ ეს მთავრობის დაკომპლექსტებისთვის იქნება საჭირო.

ხაზარაძე აცხადებს, რომ ორივე პარტიაში არიან ადამიანები, ვისთანაც ითანამშრომლებდა, თუმცა ამ საკითხზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. ოცნება არის ასოცირებული ჩემთვის გაჩერებულ, მიძინებულ, დამუხრუჭებულ ქვეყანასთან. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის ჩემთვის სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი. შესაბამისად, მკაფიოდ ვთქვი ამ ორ ადამიანზე ჩემი დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პარტიაში არიან ადამიანები, რომლებთანაც სიამოვნებით ვითანამშრომლებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე დღესვე განვაცხადო პოლიტიკურ პარტიასთან რაღაცას გავაკეთებ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ფორმულა

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: უსამშობლოთა ზეიმია დღეს - რუსთაველზე არ მოსვლა გაიგივებული იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ლგბტ მომავლის პერსპექტივების გაზიარებასთან და ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
პოლიციამ განზრახ მკვლელობადი ბრალდებული დააკავა
სოზარ სუბარი: აუცილებელია, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ის უფლებები, რომელიც ჩვენი ისტორიიდან და ტრადიციიდან მოდის
გიული ალასანია - ევროპარლამენტარები, პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, მაგრამ ასევე მხარს უჭერენ ჩემს შვილს, რაც ძალიან მახარებს
არქივი