ხაზარაძე ვაკეში კანდიდატის წარდგენაზე: ჩვენი გადაწყვეტილება ხოშტარიასთვისაც კარგია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
268 12 აგვისტო 2020, 22:31
"ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოდ გვითხრა, რომ ვერ გაიგეს, რატომ არ უნდა ჰყავდეს „ლელოს“ წარმომადგენელი ვაკეში", - ასე ხსნის ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე საკუთარი კანდიდატის, ლევან კობერიძის, წარდგენის გადაწყვეტილებას ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ოპოზიციიდან კენჭს ელენე ხოშტარია იყრის.

როგორც ხაზარაძემ "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" განაცხადა, ფიქრობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ხოშტარიასთვისაც სასარგებლო იქნება.

"ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ელენე ხოშტარიას მიმართ, ნამდვილად მებრძოლი ადამიანია. მე მაშინ ვთქვი ვარაუდი, რომ შეიძლება ეს განვიხილოთ [ხოშტარიას მხარდაჭერა]. ეს იყო ის პერიოდი როცა დარჩენილი ოპოზიცია ერთმანეთში საუბრობდა რაღაცების დათმობაზე. ამაში ჩვენ არ ვიღებდით მონაწილეობას და არც შემდეგ მიგვიღია. როცა დავინახეთ, რომ იქ ვერ ჩამოყალიბდა ვერაფერი და ამავე დროს, ვაკის ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოდ გვითხრა, რომ ვერ გაიგეს, რატომ არ უნდა ჰყავდეს „ლელოს“ წარმომადგენელი ვაკეში, ვალდებული ვიყავით, ეს გაგვეთვალისწინებინა. ვფიქრობ, ჩვენი გადაწყვეტილება ელენესთვისაც [ხოშტარია] კარგია. ამ შემთხვევაში ოპოზიციის მოწინააღმდეგე არის მმართველი პარტიის კანდიდატი, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, იქ ოპოზიცია მოიგებს და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს თუ ელენე, ამას გამოავლენს ამომრჩეველი", - განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება დანარჩენ მაჟორიტარულ ოლქებს, მან აღნიშნა, რომ 5 ოლქზემოლაპარაკებები მიმდინარეობს და კანდიდატებს უახლოეს პერიოდში წარადგენენ.

"დღეს დავასახელეთ 25, დარჩენილ 5 ოლქზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. უბრალოდ ვერ მოვასწარით ფიზიკურად და უახლოეს ხანში ამ 5-საც დავასახელებთ", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს პარტია ლელომ საკუთარი კანდიდატები წარადგინა 25 მაჟორიტარულ ოლქში წარადგინა, მათ შორის ვაკეში. ვაკის ოლქში ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე იქნება. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მაჟრიტარობისთვის ვაკეში გაერთიანებული ოპოზიციიდან ელენე ხოშტარია იბრძოლებს, ხოლო მმართველი გუნდიდან - ნოდარ ტურძელაძე.

ფორმულა

 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი