IRI-ის კვლევა: „ქართული ოცნება“ - 33%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“ - გაერთიანებულ ოპოზიცია - 16 %, "ევროპული საქართველო" - 5%
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
301 12 აგვისტო 2020, 18:19

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის მიხედვით, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 33% „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ მისცემდა ხმას (მეორე არჩევანი - 2%)

კვლევის მიხედვით გამოკითხული მოსახლეობის 16 % მხარს უჭერს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - გაერთიანებულ ოპოზიციას (4% მეორე არჩევანი)

მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“, რომელსაც მხარს უჭერს გამოკითხული მოსახლეობის 5%. (6% მეორე არჩევანი).

გამოკითხული მოსახლეობის 3% მხარს უჭერს „ახალი საქართველოს“ – „სტრატეგია აღმაშენებელს“ (4% მეორე არჩევანი).

„პატრიოტთა ალიანსს“ გამოკითხულო მოსახლეობის 3 % უჭერს მხარს  (5% მეორე არჩევანი).

„ლეიბორიუსტულ პარტიას“ მხარს უჭერს 2 პროცენტი (4% მეორე არჩევანი.

„სამოქალაქო მოძრაობას“ გამოკითხული მოსახლეობის 2 პროცენტი უჭერს მხარს (3% მეორე არჩევანი).

„ლელო საქართველოს“ გამოკითხული მოსახლეობის 2 პროცენტი უჭერს მხარს  (3 % მეორე არჩევანი)

„გირჩს“ მხარს უჭერს გამოკითხული მოსახლეობის 2 პროცენტი (1 % მეორე არჩევანი)

გამოკითუხლი მოსახლეობის 17-მა პროცენტმა არ იცის რომელ პარტიას დაუჭერს მხარს, 11 პროცენტმა პასუხზე უარი თქვა.

კვლევა ჩატარდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქარსელაძე ლონდონში, წყლის მსოფლიო სამიტზე სიტყვით გამოვიდა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი: ბირთვული ობიექტების სამიზნედ ამოღება ცეცხლთან თამაშია
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად დღეს შიდა ქართლის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდება
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
არქივი