"ლელოს" ავიაკომპანია „აირზენას“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი შეუერთდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
443 12 აგვისტო 2020, 14:20
„ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პოლიტიკურ გაერთიანებას ბიზნესმენი, ავიაკომპანია „აირზენას“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი შეუერთდა. როგორც მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რისთვისაც მან თამაზ გაიაშვილს მადლობა გადაუხადა.

ავიაკომპანია „აირზენას“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ თამაზ გაიაშვილის განცხადებით, მისთვის პოლიტიკაში მოსვლა ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო, თუმცა იმედების გაცრუების შემდეგ, „ლელო საქართველოსთვის“ რიგებში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.

„რასაკვირველია, დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება ძალიან მძიმე იყო. ჩემთვის, ასევე ჩემი მეგობრებისთვის პოლიტიკაში ჩართვა მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ ეს იმედები გამიცრუვდა. კოჰაბიტაცია, სამართლიანობის აღგენა და მთელი რიგი საკითხები. მე იმედი დავკარგე“, - განაცხადა გაიაშვილმა.

ბიზნესმენის განმარტებით, მათი მიზანია, რომ მომავალ თაობებს ბედნიერი საქართველო დაუტოვონ.

„5 შვილი ჰყავს მამუკა ხაზარაძეს, 6 შვილი მყავს მე, 3 ბადრი ჯაფარიძეს და ძალიან გვაწუხებს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. აქედან გამომდინარე, მეტი გზა არ გვქონდა დარჩენილი, რომ ჩვენი ქვეყნის ბედზე გვეზრუნა. ჩვენი მთავარი მესიჯია - არა წადით, არამედ მოდით, ჩვენთან გაერთიანდით და ერთად ვაშენოთ ბედნიერი საქართველო“,-განაცხადა გაიაშვილმა.

 



 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორები გვესაუბრებიან დღეს ძალის გადამეტებაზე
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას- თუ 11 წელი მედია თავისუფალია, ქვეყანაში მშვიდობაა, როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ჩამოშორდა ევროპულ ორბიტას-ხომ გესმით, რომ ჯერ კიდევ ხართ იმ წინა ხელისუფლების ტრავმაში, რა პოლიტიკურ ავარიაშიც მოხვდით 2012 წელს
ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, როგორც კი ერთი გრამი ხელისუფლება მიეცემათ, გადმოალაგებენ ტყავის ქურთუკებს, მაუზერს მოიმარჯვებენ და ისევ დაერევიან საზოგადოებას
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - ევროპის ქვეყნებს შორის, საშუალოვადიან პერიოდში, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ექნება
როინ შავაძის მკვლელობასა და უკანონო დაკავების ორგანიზებაში ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა
არქივი