გიორგი ვაშაძე - დავით აღმაშენებელმა აქცია საქართველო იმდროინდელი მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოდ, სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
351 12 აგვისტო 2020, 13:26

 დავით აღმაშენებელმა აქცია საქართველო იმდროინდელი მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოდ, სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, სადაც დიდგორობა 2020-თან დაკავშირებით პარტიულმა ბლოკმა ღონისძიება გამართა.

„დავით აღმაშენებელმა, როცა ტახტზე ავიდა, კარგად დაინახა იმდროინდელი სამყაროს განვითარების სტანდარტები. დაინახა საქართველოს როლი გლობალურ სამყაროში და აქცია საქართველო იმდროინდელი მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოდ. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი – ძლიერი საქართველო, ერთიანი საქართველო, აღმშენებლობის გზაზე მდგარი საქართველო.

დღეს ქვეყანაში უმძიმესი ვითარება და უსამართლობაა. აი, ეს უსამართლობა უნდა დავასრულოთ ყველამ ერთად აუცილებლად 31 ოქტომბერს.

მეგობრებო, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ არის უბრალოდ რაღაც პარტია. ეს არის დიდი მოძრაობა აღმშენებლობის გზაზე, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც უნდა შეიტანოთ წვლილი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. დიახ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ გზას უკაფავს ყველა პროფესიონალ ადამიანს, რომ ჩაერთოს ქვეყნის აღმშენებლობაში. დიახ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის მექანიზმი, რომელიც შედგება ორი კომპონენტისაგან. სტრატეგია, როგორც გაწერილი გეგმა ქვეყნის განვითარების, სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკის განვითარების და აღმშენებლობის – იდეა, რომელმაც უნდა გააერთიანოს სრულიად საქართველო, მთელი ერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

 

 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც სახელმწიფო მიწების მითვისებაშია ეჭვმიტანილი, თანამდებობიდან გადადგა
ლევან ნიკოლეიშვილი - რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას და გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება
ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის
ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით
სოზარ სუბარი: იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით - არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა
არქივი