„ევროპული საქართველოს“ ლიდერი და მაჟორიტარობის კანდიდატი ყვარელში მოსახლეობას შეხვდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
391 11 აგვისტო 2020, 13:39

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე და თელავი, ახმეტა, ყვარელი ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ყვარელში მოსახლეობას შეხვდნენ. 

 „ძალიან დიდი ინტერესია მოსახლეობის მხრიდან მომავალი არჩევნების მიმართ, „ევროპული საქართველოს“ პროგრამის მიმართ და ეს აიხსნება მარტივად. ადამიანებს აღარ სურთ იმ პრობლემებში ცხოვრება რომელშიც ქვეყანა და ხალხი შეიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, ადამიანებს აღარ სურთ მუდმივად ფიქრი უმუშევრობაზე, სიღარიბეზე, შემოსავლის არ არსებობაზე, ფასების გაძვირებაზე, უიმედობასა და კრიმინალზე, ამიტომ არსებობს ეს ინტერესი და ხალხი ხედავს, რომ მათი ცხოვრების შეცვლის გზა და გასაღები არის სწორედ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, მე დარწმუნებული ვარ რომ „ევროპულ საქართველოს“ ექნება ძალიან ძლიერი მხარდაჭერა და დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, დავამარცხებთ "ქართულ ოცნებას" და ქვეყანაში შევქმნით პროდასავლურ მთავრობას, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ და რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს ჩვენი მოსახლეობის პრობლემას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი სალომეს ყოველი შემდგომი ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ის არის იმ რადიკალური ჯგუფის ნაწილი ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ
შალვა პაპუაშვილი: განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში აფხაზეთი იყო ყირგიზეთთან მოხსენიებული, როგორც სახელმწიფო - აი ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებსაც მერე პრეტენზია აქვთ, რომ ესმით საქართველოს კონტექსტი და იციან რა არის კარგი ქართველი ხალხისთვის
გვირჩევდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. მათ შორის, მგონი ამ რეზოლუციის პროექტშიც წერია. ეს მეგობრული რჩევაა? ვინც ამას აკეთებს, ქართველი ხალხის მეგობარია?
დეპუტატებიდან ზოგიერთი ცოტა ხანში ალბათ აღარც იქნება ევროპარლამენტში. ისინი დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში, მშვიდად გადაბრუნდებიან, დაიძინებენ და ჩვენ ამ სიმშვიდის უფლება არ გვაქვს
არქივი