ვახტანგ გომელაური - ეგენი იყვნენ ხელისუფლებაში 2008 წელს და კითხვას თუ დაუსვამთ, რატომ მოხდა ომი, ძალიან კარგი იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
415 11 აგვისტო 2020, 11:57

"ჩვენ ვინც გვეძახის და გვეუბნება, ხელისუფლება რატომ არაფერს აკეთებსო, 2008 წელს ეგენი იყვნენ ხელისუფლებაში და კითხვას თუ დაუსვამთ რატომ მოხდა ომი, ძალიან კარგი იქნება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომდგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ „ბორდერიზაციის“ შესაჩერებლად ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

 „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. სხვას ვერაფერს გავაკებთ, ჩვენ ვერ დავიწყებთ ომს. ზუსტად ვიცი, ჩვენ ვინც გვეძახის და გვეუბნება, ხელისუფლება რატომ არაფერს აკეთებსო, ეგენი იყვნენ ხელისუფლებაში 2008 წელს და კითხვას თუ დაუსვამთ, რატომ მოხდა ომი, ძალიან კარგი იქნება და ასევე ჰკითხეთ, 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ჩვენი გმირების გვამები ჯერ კიდევ მინდორში და ტყეებში ესვენა, თბილისში დისკოტეკები და კონცერტები იყო გამართული და რატომ ხდებოდა, რას ზეიმობდნენ? კარგი იქნება, ეს კითხვები რომ დაუსვათ მათ”, - განაცხადა გომელაურმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდასაჭრი აქციები გრძელდება
საქართველოს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი სტუმრობს
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
არქივი