გიგა ბოკერია გია ვოლსკიზე - მარტო საბჭოთა აზროვნების ადამიანს შეეძლო ასე გაეგო ჩემი სიტყვები, არაფერ შუაშია, ვინ რამდენი წლისაა, საუბარია იმაზე, რისი სჯერა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
310 10 აგვისტო 2020, 22:45
გია ვოლსკი, რომელმაც გააკეთა არჩევანი ყოფილიყო საოკუპაციო, კომუნისტური ტირანული რეჟიმის წარმომადგენელი, ბედავს და სხვებს უკითხავს მორალს - ეს უტიფრობაა! , - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი , გიგა ბოკერია „ინტერპრესნიუსთან“ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გია ვოლსკის განცხადებას.

გიგა ბოკერიას თქმით, გია ვოლსკი აქტიურად იყო კომუნისტური რეჟიმის სამსახურში ჩართული.

“მარტო საბჭოთა აზროვნების ადამიანს შეეძლო ასე გაეგო ჩემი სიტყვები. არაფერ შუაში არ არის ბიოლოგიური თაობები, ვინ რამდენი წლის არის, საუბარია იმაზე თუ რა არჩევანი აქვს გაკეთებული ადამიანს და რისი სჯერა, როგორი საქართველო უნდა და როგორი რეპუტაცია აქვს. ბატონ, გია ვოლსკის ძალიან ხშირად ბინძური ტყუილის გავრცელება უყვარს. იძახის რომ თურმე მორალური უფლება არ აქვს იყოს პოლიტიკაში ის ხელისუფლება, რომელიც 2012 წელს დამარცხდა არჩევნებში. ვინ იქნება პოლიტიკაში, ამას წყვეტს ამომრჩეველი, თუ ვინმეზე შეიძლება, იმის თქმა, რომ მართლა არ აქვს მორალური უფლება პოლიტიკაში ყოფნის, ეს არის ის, ვინც ფაშისტური და კომუნისტური რეჟიმის სამსახურში იყო აქტიურად, ასეთი იყო სწორედ გია ვოლსკი, დღესაც იგივე აზროვნებას ავრცელებს, რომ მისგან განსხვავებული მისი მტერია“ , - განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ ასევე ისაუბრა ზურაბ ჯაფარიძის შესახებ და განაცხადა, რომ ჯაფარიძეს საქართველოს თავისუფალი მომავლის სჯერა.

„გია ვოლსკი პრინციპულად არის თავისუფლების ღირებულებების მოწინააღმდეგე. ბატონი ზურაბ ჯაფარიძე, ჩემსავით საბჭოთა კავშირის პერიოდშია დაბადებული, მას რისიც სჯერა, ეს არის საქართველოს თავისუფალი მომავალი. ბატონმა ვოლსკიმ, რომელმაც თავის ცხოვრებაში გააკეთა არჩევანი ყოფილიყო საოკუპაციო, კომუნისტური ტირანული რეჟიმის წარმომადგენელი, იმ რეჟიმის, რომელმაც საქართველოს თავისუფლება ჩაახშო სისხლში, ბედავს მორალი უკითხოს სხვებს - ეს არის უტიფრობა. ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს არჩევნები, რომელზეც ქართველი ხალხი თავისუფალ ნებას გამოხატავს და ამ საბჭოთა წარსულს, მის გადმონაშთს, ჭაობის მენტალობას დაამარცხებს. ამის სიმბოლო იქნება ზურაბ ჯაფარიძის გამარჯვება ვოლსკიზე, მათ შორის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დღეს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ზურაბ ჯაფარიძის მაჟორიტარად დადგომის თაობაზე განცხადება გააკეთა. გიგა ბოკერიას შეფასებით, აღნიშნულ ოლქში გარკვეული თვალსაზრისით სიმბოლური დაპირისპირება იქნება. „რაღაც თვალსაზრისით სიმბოლური დაპირისპირებაც იქნება ვოლსკისა და ჯაფარიძეს შორის - ეს არის საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის დაპირისპირება“,- აღნიშნა ბოკერიამ.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი, სადაც განაცხადა „ვინ რამდენი წლის არის, რომელი თაობის პლეადას ეკუთვნის, უადგილოა და გამოხატავს გიგა ბოკერიას დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ“ .

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი