„ქართული ოცნება“ თავისი დაპირებებით ვერ გადაფარავს ზიანს, რაც მოქალაქეებს მიაყენა - გიორგი ვაშაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
300 10 აგვისტო 2020, 21:13
არ არსებობს არცერთი მიზეზი, რატომაც ხალხმა მხარი „ქართულ ოცნებას“ უნდა დაუჭიროს - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, მმართველი გუნდი საზოგადოების მოტყუებას ცდილობს.

“დამსხვრეული ოცნებების“ პარტია კიდევ ერთხელ ცდილობს მოატყუოს ჩვენი საზოგადოება. მათ არ შეუძლიათ თავიანთი გაკეთებული საქმეებით მიიმხრონ ამომრჩეველი, შესაბამისად, არ არსებობს არცერთი მიზეზი, რის გამოც ხალხმა მათ უნდა დაუჭიროს მხარი. გაღარიბებულ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ბევრი საქმეა დაწყებული ქვეყანაში, ეს არის მოსახლეობის დაცინვა. არცერთი ჩვენგანი არ არის სულელი, 8 - წლიანი დაპირებების შემდეგ დამსხვრეული ოცნებების პარტიამ მთლიანად დაკარგა ქართველი ხალხის ნდობა. გაზრდილი ფასები და შემცირებული შემოსავლის მქონე მოსახლეობა დღეს შიმშილს ებრძვის, ხოლო „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის ლიდერები არ წყვეტენ, ამ უმძიმეს ვითარებაშიც კი საკუთარ ჯიბეებზე ფიქრს კორუფციული გარიგებებით. „ქართული ოცნება“ თავისი დაპირებებით ვერ გადაფარავს იმ ზიანს, რაც ჩვენს მოქალაქეებს მიაყენა.

მინდა, მივმართო მთავრობას, თქვენი დრო ამოწურა. საკმარისია საზოგადოების დაცინვა და აბუჩად აგდება თქვენი ტყუილი დაპირებებით, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი, მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში აგრძელებს ცხოვრებას „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები კი ამ ფონზე მდიდრდებიან.

გპირდებით, რომ 31 ოქტომბერს დავასრულებთ დამსხვრეული ოცნებების პარტიას. მჯერა, რომ ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ქვეყანა აღმშენებლობის გზას დაადგება", -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახური ავრცელებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პროკურატურამ, საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვას კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია
ირაკლი კობახიძე: ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ
ირაკლი კობახიძე: გლობალური პროცესები გვიჩვენებს, რომ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად
ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ პროექტში, რომელიც EPP-ის შემუშავებულია, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული
არქივი