ვინ რამდენი წლის არის, რომელი თაობის პლიადას ეკუთვნის, უადგილოა და გამოხატავს გიგა ბოკერიას დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ - გია ვოლსკი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
303 10 აგვისტო 2020, 20:48
არ მგონია, გიგა ბოკერია ადამიანის, სახელმწფოს, მისი ფასეულობების ან თუნდაც, მომავლის ხედვაში შემეჯიბრება, - ასეთი კომენტარი გააკეთა დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა, გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებაზე, სადაც ბოკერიამ აღნიშნა, რომ ზურაბ ჯაფარიძისა და გია ვოლსკის კანდიდატურები საბჭოთა და თავისუფალ საქართველოს შორის ერთგვარი დაპირისპირება იქნება:

„მართლაც, საბჭოთა პერიოდში ვარ დაბადებული, ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. იმ სტრუქტურებში, სადაც ვმუშაობდი ბევრი ადამიანი ორი ნიშნით გამორჩეოდა ისევე, როგორც ახლა – სახელმწიფოსა და ადამიანების მიმართ დამოკიდებულებით.

არ მგონია, გიგა ბოკერია ადამიანის, სახელმწფოს, მისი ფასეულობების საუკეთესო ტრადიციების მიმართ დამოკიდებულაბაში, ან თუნდაც, მომავლის ხედვაში შემეჯიბრება.

მაშინ, როცა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში პირველ საელჩოებს ვხსნიდით, სწორედ ამ თაობისთვის ვამზადებდით პლატფორმას და გზას უკეთესი განათლებისთვის. ეს თემა კვლავ დღის წესრიგშია. არ მგონია, რომელიმე პოლიტიკურ ძალას ამ ასსპარეზზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე „ქართულ ოცნებას. აქედან გამომდინარე ადამიანის ჩამორჩენილობა არ უნდა შევაფასოთ მისი დღევანდელი პოზიციით.

სპეკულაცია იმის თაობაზე, ვინ რამდენი წლის არის, რომელი თაობის პლიადას ეკუთვნის, უადგილოა და გამოხატავს თუნდაც გიგა ბოკერიას დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ.

ამ პოლიტიკურ გუნდს. რაიმე სიკეთე, არც ახალგაზრდებისთვის გაუკეთებია და არც ძველი საზოგადოებისთვის მიუხედავს, როცა უამრავ ადამიანს უჭირდა და სიკვდილის პირას იყო.

რაც შეეხება ახალგაზრდებში პრობლემებს, სწორედ მისი ხელისუფლების პირობებში შეიქმნა პრობლემები და უმძიმესი შთამომავლობა მივიღეთ – არაერთი გაყიდული სახლი და არაერთი ადამიანი, რომელმაც თავის კისერზე გამოსცადა, თუ რა არის სადისტური მმართველობა.

ახალგაზრდული თემით სპეკულაცია არასწორია, ეს არის ზნედაცემულობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიშანი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დღეს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ზურაბ ჯაფარიძის მაჟორიტარად დადგომის თაობაზე განცხადება გააკეთა. გიგა ბოკერიას შეფასებით, აღნიშნულ ოლქში გარკვეული თვალსაზრისით სიმობულური დაპირისპირება იქნება.

„რაღაც თვალსაზრისით სიმბოლური დაპირისპირებაც იქნება ვოლსკისა და ჯაფარიძის შორის დაპირისპირება - ეს არის საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის დაპირისპირება“,- აღნიშნა ბოკერიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი