"უნდა ვაღიარო, რომ ამ ქალაქში, ჩვენს დროსაც ძალიან ბევრ მიქარვას ჰქონდა ადგილი", - გიგა ბოკერიამ ფოთში ამომრჩეველთან შეხვედრები დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
335 10 აგვისტო 2020, 19:40

ფოთში, პარტია ,,ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარმა კანდიდატმა გიგა ბოკერიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პირველი შეხვედრა გამართა. გიგა ბოკერიას თქმით, შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

მისივე განცხადებით, ფოთში მოქალაქეები უმუშევრობის, ეკონომიკური საკითხებისა და კრიმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

,,მარტო ამ ივანიშვილის მოშორება საკმარისი არ არის. უნდა დავანახოთ ხალხს, სწრაფად როგორ წავალთ წინ. უნდა ვაღიარო, რომ ამ ქალაქში, ჩვენს დროსაც ძალიან ბევრ მიქარვას ჰქონდა ადგილი და არ იყო ის ყურადღება, რაც საჭირო იყო, ყველაფერს ეტყობა ეს, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ეროვნული არჩევნებია, აუცილებლად მინდა, რომ ჩვენი მკაფიო გზავნილი გვქონდეს. მე, პირადად, მგონია, აქ ერთ-ერთი საკვანძო ამბავი ის არის, რომ გვერდით არის პორტი და ეს ფული არ უნდა მიდიოდეს თბილისში და იქიდან არ უნდა ნაწილდებოდეს. რა შრომითაც ფული იქმნება ადგილზე,იმ ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა რჩებოდეს ადგილზე. ხალხი უნდა გრძნობდეს, რომ აქ შექმნილი დოვლათის მეპატრონეები არიან თვითონ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი: მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა და რა უნდა აკეთოს
არქივი