კახა კახალძე: კახეთი, სადაც დღეს ვიმყოფებით, ეს არის ის რეგიონი, სადაც ძალიან ბევრმა გლეხმა ისარგებლა იმ პროგრამებით, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
356 10 აგვისტო 2020, 16:09
კახეთი, სადაც დღეს ვიმყოფებით, ეს არის ის რეგიონი, სადაც ძალიან ბევრმა გლეხმა ისარგებლა იმ პროგრამებით, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა განხორციელებული, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. 

 მისი თქმით, პარტიის საარჩევნო კამპანია სამომავლო გეგმებსა და ხედვებზე იქნება ორიენტირებული.

 „ჩვენი საარჩევნო კამპანია იქნება ორიენტირებული მომავალზე, სამომავლო ხედვებზე, გეგმებზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება, რას ვპირდებით და რას ვეუბნებით მოსახლეობას, როგორ მოხდება ქვეყნის განვითარება. მაგალითად კახეთი, სადაც დღეს ვიმყოფებით, ეს არის ის რეგიონი, სადაც ძალიან ბევრმა გლეხმა ისარგებლა იმ პროგრამებით, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა განხორციელებული. ეს არის საოჯახო სასტუმროების პროექტები, ფერმერების პროექტები, ვენახების გაშენება, მაშინ, როდესაც ვენახების დაჩეხვაზე იყი პირდაპირი მოწოდებები, დღეს რადიკალურად განსხვავბული მდგომარეობაა. ყველაფერზე შედარება უნდა გავაკეთოთ, რა იყო წარსულში, რა გვაქვს დღეს და საით მივდივართ, როგორი ქვეყანა გვინდა, რომ განვავითაროთ და როგორი ქვეყანა წარმოგვიდგენია ჩვენი საქართველო. შესაბამისად, მთავარი მიმართულება იქნება მომავალზე ორიენტირებული და სამომავლო ხედვები”, - განაცხადა კახა კალაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?! ეს უკვე ცინიზმია
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი