"მომავალი პრემიერ-მინისტრის" შეხვედრა პენსიონერებთან და მისი პირობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
341 09 აგვისტო 2020, 14:00

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარტიის ცენტრალურ ოფისში პენსიონრებსა და იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები მაღალ პროცენტში აქვთ აღებული.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს ის კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა იხსნას პენსიონრები იმ მძიმე პირობებისგან, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან.

„დამსხვრეული ოცნებების, ივანიშვილის პარტიამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო საპენსიო ასაკის ადამიანები. დოლარში, 86 დოლარი იყო პენსია 2012 წელს, ახლა არის 69 დოლარი. პროდუქტებზე ფასები გაიზარდა 40 პროცენტით, წამლები გაძვირდა 76 პროცენტით. თუ ფიქრობს საერთოდ ეს ხალხი, როგორ ცხოვრობენ პენსიონერები, რომლებსაც კიდევ 36-პროცენტიანი სესხების გადახდა უწევთ?! პირობას ვაძლევ პენსიონერებს, რომ სესხებზე პროცენტი ჩამოიწერება დეკემბერში, პენსია ყოველწლიურად გაიზრდება, ქვეყანაში დავიწყებთ წარმოებას, რომელიც ხალხს ასე მძიმედ აწევს. პირველი იანვრიდან 30 პროცენტით გაიაფდება წამლები. ამის პირობას ვდებ, როგორც ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა ვაშაძემ.

მომავალი პრემიერ-მინისტრის თქმით, აუცილებელია პოლიციას ღირსება დაუბრუნდეს და შეწყდეს ქვეყანაში კრიმინალების მფარველობა.

„დამსხვრეული ოცნებების პარტია ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს და სამწუხაროდ პოლიციელის მუნდირი შეურაცხყო იმიტომ, რომ პოლიცია ვეღარ იცავს კრიმინოგენულ სიტუაციას, მათ მხოლოდ პოლიტიკური დავალებები აქვთ. მათ ეუბნებიან, რომ კრიმინალები გარეთ უნდა გამოუშვან და ხდება ის, რაც ხდება. ხომ ხედავთ უკვე აუტანელია, ადამიანს ეშინია საკუთარი ბავშვის ქუჩაში გასეირნების, საღამოს ხალხს ეშინია ქუჩაში გასვლის. ეს უსამართლობა უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბერს, პოლიციას უნდა დაუბრუნდეს ღირსება და პოლიციას უნდა ჰქონდეს ერთი მითითება, რომ დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება. არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ კრიმინალების მფარველობა სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე თავისუფალია და ისინი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან
კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭი უყარეს, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ პირიქით, იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო
არქივი