არჩილ თალაკვაძე - ის, რაც სააკაშვილმა გააკეთა, პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
309 08 აგვისტო 2020, 12:37
 მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში ორი სახე აქვს - ერთ-ერთი სახე არის ის, როდესაც სააკაშვილი სამხედრო თვითმფრინავის დანახვისას გარბის ბრძოლის ველიდან, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჰააგის სასამართლოში სარეკომენდაციო დასკვნის შეტანის ფაქტი და აღნიშნა, რომ „ის რაც სააკაშვილმა გუშინ გააკეთა, პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალია“.

„მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში აქვს ორი სახე - ერთი ნამდვილი სახე არის, როდესაც ის სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე გარბის ბრძოლის ველიდან, ტოვებს სტუმრებს, ტოვებს დაცვის წევრებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც მის გარშემო არიან და მეორე სახე, როდესაც გუშინ ის ჰააგაში დგას და ყალბი განცხადებებით ეხმაურება საქართველოს ინტერესებს. შეფასებები უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, რა თქმა უნდა. რაც მან გუშინ გააკეთა, არის პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალი,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აგვისტოს ომის და რუსული პროპაგანდის შესახებ ჰააგაში სარეკომენდაციო დასკვნა შეიტანა.

„სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად, ვიბრძოლებ საქართველოსთვის, ჩვენი ღირსების დასაცავად, ვიბრძოლებ რუსეთის დამქაშების და საქართველოს, სიმართლის მტრების წინააღმდეგ. ჩვენი გზა არის სამართლებრივი, კანონიერი და ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით. მე თვითონ ვარ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, მე თვითონ ამ ქალაქში, ჰააგაში ვსწავლობდი მათ შორის, საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, საერთაშორისო სისხლის სამართალს და რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ნაცნობი თემა.

ყველა ჩემი კავშირის გამოყენებით და მათ შორის, ამ ძალიან ცნობილი იურისტების მოწვევით და საქმეში ჩაბმით, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს და ჩვენ სიმართლეს ბოლომდე გავიტანთ“, - განაცხადა სააკაშვილმა. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი