აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი - საქართველომ დაამტკიცა, რომ აშშ-ისა და ნატო-ს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
308 07 აგვისტო 2020, 21:13

ქართველმა ხალხმა მსხვერპლი გაიღო, რათა უფრო დემოკრატიული სახელმწიფო აეშენებინა და საქართველომ დაამტკიცა, რომ აშშ-ის და ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია, – ამის შესახებ აღნიშნავენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენეგელი და კომიტეტის წევრი მაიკლ მაკკაული ერთობლივ განცხადებაში.

„12 წელის გავიდა რუსეთის შეჭრიდან, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციიდან. საქართველოს შიდა საქმეებში რუსეთის მუდმივი ჩარევა გრძელდება. ეს ქმედებები მიუღებელი იყო 2008 წელს და დღესაც მიუღებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნდა გაგრძელდეს საქართველოსადმი მხარდაჭერა.

„ქართველი ხალხი მიისწრაფის და მსხვერპლი გაიღო, რათა უფრო დემოკრატული სახელმწიფო აეშენებინა და საქართველომ დაამტკიცა, რომ აშშ-ისა და ნატო-ს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით ავღანეთში.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს, უკრაინისა და ყველა ჩვენი პარტნიორის სუვერენიტეტის გულწრფელი მხარდაჭერა, რომლებიც იტანჯებიან პუტინის მტრული ქმედებებით საზღვარგარეთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვოლსკი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რუსული კანონის მსგავსი არანაირი ელემენტიც კი არ გააჩნია
გუშინდელ აქციაზე ახალგაზრდებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა
ეკა სეფაშვილი: საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის გამო გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, შესაბამისად, ვინც მართავს საქართველოს, მას ექნება ეკონომიკური ნაკადების მართვის სადავეებიც
ნიუ-იორკის სასამართლოს შენობასთან, სადაც დონალდ ტრამპის საქმის განხილვა მიმდინარეობს, 37 წლის მამაკაცმა თავი დაიწვა
არქივი