დავით ზალკალიანი - მთავრობამ გადადგა ისტორიული ნაბიჯი, დაიწყო პროგრესული საარჩევნო რეფორმა, განახორციელა კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც საუკეთესო ევროპულ, საპარალმენტო დემოკრატიის ტრადიციებს ემყარება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
302 07 აგვისტო 2020, 19:52

მთავრობამ გადადგა ისტორიული ნაბიჯი და დაიწყო პროგრესული საარჩევნო რეფორმისა და კონსტიტუციური ცვლილებების მიმართულება, რომელიც საუკეთესო ევროპული, საპარალმენტო დემოკრატიის ტრადიციებს ემყარება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო მტკიცედ მისდევს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პოლიტიკას და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას ცდილობს.

„მიუხედავად ყველა პროგნოზისა, ჩვენ განვახორციელეთ დემონსტრირება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესისა დემოკრატიულ, გარდამავალ პერიოდში, შემდგომში წარმატებას მივაღწიეთ კარგ მმართველობაში, კანონის უზენაესობაში და ადამიანის უფლებების დაცვაში.

ბოლო დროს, მთავრობამ გადადგა ისტორიული ნაბიჯი და დაიწყო პროგრესული საარჩევნო რეფორმისა და კონსტიტუციური ცვლილებების მიმართულება, რომელიც საუკეთესო ევროპული, საპარალმენტო დემოკრატიის ტრადიციებს ემყარება. ასეთი გამოჩენილი მიღწევებით, საქართველო ნამდვილად არის დანახული, როგორც მთავარი რეფორმატორი, მთლიან, აღმოსავლეთ ევროპაში. ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი შეფასება. უმრავლესი ევროპელი პარტნიორი საუბრობს ამაზე.

ამასთან ერთად, საქართველო მტკიცედ მისდევს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პოლიტიკას. ცდილობს მოაგვაროს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი დიალოგის და სამშვიდობო მოლაპარაკების მეშვეობით. უზარმაზარი ძალისხმევა ჩაიდო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

ჩვენს მყარ პოზიციას მშვიდობისა და უსაფრთხოებაზე, დღემდე არ მოჰყვა რუსეთის მხრიდან რეაქცია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულების მიმართულებით. მოსკოვი არ გამოხატავს სურვილს, ჩაერთოს გონივრულ მოლაპარაკებებში და განაგრძობს თამაშს, როგორც გვერდიდან დამკვირვებელი.

მიუხედვად მრავალი ბარიერისა, მთავრობა ცალსახად ახორციელებს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას, რათა შეიქმნას ნდობა გამყფოი ხაზების გასწვრივ მცხოვრები ადამიანებისთვის და გაამარტივოს საოკუპაციო ტვირთი იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. საქართველოს ინიციატივა, ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, ჩვენი მისწრაფების კარგი მტკიცებულებაა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი