მცხეთა-მთიანეთში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
391 07 აგვისტო 2020, 14:01

მცხეთა-მთიანეთში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი იქნება.

საკუთარი კანდიდატურა ნათელაშვილმა მცხეთის გამგეობასთან გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

„ეს ის ადგილია, სადაც ერთი წლის წინ ხელისუფლების ზონდერბრიგადები დაგვიპირისპირდნენ, მაგრამ ჩვენ მაინც არ შეგვეშინდა, მაინც ვიბრძოლეთ და მაინც მივაღწიეთ შეცვლილ საარჩევნო სისტემას. სწორედ ამ ადგილიდან და ამ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებთან ერთადაც ნორმალური საარჩევნო სისტემის მისაღებად ვიბრძოდი, მინდა, რომ მცხეთა-მთიანეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საკუთარი თავი წარვადგინო.

გვსურს, შემოვიაროთ თიოეული სოფელი, თითოეული ქალაქი და აქ მცხოვრებ ადამიანებს ვუთხრა, რომ ჯერ კიდევ არსებობს იმედი, ქვეყნიდან გაქცევა არ არის გამოსავალი, სოფლების დაცლა, სკოლების დახურვა არ არის გამოსავალი. ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ.

დღეს ვართ უდაბნოში მოხეტიალე ადამიანივით, რომელმაც არ იცის, სად უნდა წავიდეს, არ იცის, რა მიზანი აქვს, არ იცის, რისკენ უნდა ისწრაფვოდეს. ჩვენ 31 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ არჩევანი – ფართოდ გაიღება ეს შენობა მოქალაქებისთვის, თუ ისევ დახურული და პოლიციით გარშემორტყმული იქნება“, – განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტი, ინტერპელაციის წესით მიწვეულ შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენს
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?! ეს უკვე ცინიზმია
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
არქივი