გოგა ხაინდრავა - დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სასირცხვილო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
303 07 აგვისტო 2020, 13:25

დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სასირცხვილო, – ასე გამოეხმაურა რეჟისორი გოგა ხაინდრავა აგვისტოს ომის 12 წლისთავს.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩაიდინეს ღალატი ქვეყნისა და ისტორიის წინაშე.

„დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სასირცხვილო დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში. ტრაგიკული, რადგან დღეს დაიწყო რუსეთის გაუგონარი აგრესია. სირცხვილი, რადგან მაშინდელმა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩაიდინეს ღალატი ქვეყნის და ისტორიის წინაშე. დამოკიდებულება რუსული აგრესიისადმი არის ცალსახა და არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს იყო სამხედრო აგრესია და მეზობელი ქვეყნის მიერ შედეგი უცხო ქვეყნის ოკუპაცია. რაც შეეხება ღალატს – პირველი, სააკაშვილის ხელისუფლებამ აბსოლუტურად უკანონოდ მიუერთა ცხინვალის რეგიონს ახალგორის რაიონი, რომელიც არასოდეს შედიოდა იმ ავადსახსენებელ სამხრეთ ოსეთის ოლქშიც კი, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტ გამსახურდიას დროს უზენაესმა საბჭომ გაუქმდა. ეს იყო ახალი საზღვრის დაწესება/დაკანონება. ზუსტად იმ საზღვარს მიყვება ის ბორდერიზაცია, რომლის წინააღმდეგაც გამოდიან დღეს ეს შარვალჩახდილი პატრიოტები. ახლაც არის ჩასული „ნაციონალური მოძრაობა“ ერგნეთში და აცხადებენ, რომ მათ ცხინვალი არ დუბომბავთ. ყველაზე დიდი ღალატი იყო პირველ რიგში, ამ ახალი საზღვრის გავლება, რამაც მისცა საშუალება დღეს რუსულ იმპერიალიზმს. მეორე – ალბათ კარგად უნდა ახსოვდეს ქართულ საზოგადოებას, რომ ამ ტერიტორიაზე, მას მერე, რაც ეს პირველი ქმედება იყო ჩადენილი, ჩაატარეს არჩევნები აბსოლუტურად უკანონოდ. მოსახლეობა, ვინც ამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა კანონგარეშე დააყენეს და მაშინ აირჩიეს დიმიტრი სანაკოევი. ესეც უკანონობა და ღალატი იყო. შედეგად იყო ეს და ამის დამადასტურებელი საბუთები არსებობს ძალიან ბევრი. მე მაქვს გადაღებული ფილმი „დემოკრატიის შუქურა“,  მასში არის კადრი, სადაც მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის საპირისპიროდ ჩვენ გავხსენით ცეცხლი და გადავედით შეტევაზე. ორი საჯარო გამოსვლიდან, ერთი უშიშროების საბჭოს სხდომიდან და მეორე, მისი ოთახიდან არც ერთი სიტყვით არ არის ნახსენები რუსული აგრესია და რუსული ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ

მისივე თქმით, ის, რომ რუსეთი ემზადებოდა ამ აგრესიის ჩასატარებლად ეს იყო აბსოლუტურად ცხადი, რადგან როკის გვირაბთან იდგა არმადა 58-ე არმიის რუსეთის დაქოქილი ტანკებით და ელოდებოდნენ ნიშანს, რომელსაც მისცემდა სააკაშვილი და მისი ბიძა ალასანია.

„დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, როცა სააკაშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, ბარამიძე სახელმწიფო ღალატისთვის იქნებიან გასამართლებულები და ამის დასადასტურებლად უამრავი საბუთი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ეს დრო მოვა. თუ არ გააკეთებს ეს ხელისუფლება, გააკეთებს სხვა ხელისუფლება. ეს იქნება ერთ-ერთი საბაბი, რის გამოც არსებული ხელისუფლება შეიცვლება, თუ ამას არ გააკეთებს. ეს არის ისტორიულად მნიშვნელოვანი. უნდა ითქვას სიმართლე. მხოლოდ ამ სიმართლის შემდეგ შეძლებს საქართველო თავისი უფლებების აღდგენას მსოფლიო ასპარეზზე და საკუთარ ქვეყანაში. რაც შეეხება ლოზუნგს „ცხინვალი ჩვენ არ დაგვიბომბია“, ეს არის ტყუილი, რადგან ცხინვალის მიმართულების ცეცხლი გაიხსნა დილის 4 საათზე გრადებიდან. ეს კადრები არის დაფიქსირებული. ამას აფიქსირებდა ევროპის სადამკვირვებლო მისიის არაერთი წარმომადგენელი წუთებში, წამებში, გასროლების რაოდენობა ეს ყველაფერი არის დასაბუთებული და დევს იმ სასამართლოებში, სადაც მიდის პროცესი რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი