მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
235 01 აგვისტო 2020, 13:06

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ თანამდებობა დატოვა. კერესელიძე პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თიანეთში, ყაზბეგში, მცხეთაში და დუშეთში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო სამუშაო დღე უკვე ყოფილმა გუბერნატორმა რეგიონში საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებთან შეხვედრით დაასრულა. შალვა კერესელიძემ სამხარეო ადმინისტრაციის და სამხარეო სამსახურების წარმომადგენლებს, ასევე მცხეთის,დუშეთის ყაზბეგის, თიანეთის მერიის და საკრებულოს წევრებს, ახლაგორის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნებას“ ასეთი დიდი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ვიყო მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გახლავთ ახალი გამოწვევა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა პარტიის და ხელისუფლების წინაშე. მცხეთა-მთიანეთში მცხოვრები თითოეული ადამიანის წინაშე ამ ორი წლის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა გადავჭერით: განათლების ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, წყალმომარაგება, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკული კუთხით ძალიან სერიოზული პროექტები განვახორციელეთ. მე მქონდა ბოლო გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გუბერნატორის სტატუსით მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოს წევრებთან და საჯარ სამსახურში დასაქმებულ პირებთან. მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე ამ ორი წლის განმავლობაში განხორციელებული თითოეული პროგრამისთვის, რაც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით პარტიის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა, სწორედ თითოეული თანამშრომლის ჩართულობით და მონდომებით შევძელით ეს გაგვეკეთებინა”, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

შალვა კერესელიძე გუბერნატორად მცხეთა-მთიანეთის მხარეში 2018 წლის აგვისტოს თვეში დაინიშნა.მისი მხარის რწმუნებულის პოსტზე მუშაობის პერიოდში რეგიონში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.

დღეს, საჯარო მოხელეები, რომლებიც მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებად არიან წარდგენილი, თანამდებობას დატოვებენ. რამდენიმე გუბერნატორმა თანამდებობა გუშინ დატოვა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი სტუმრობს
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
არქივი