„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს დღეიდან დატოვებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
487 01 აგვისტო 2020, 09:25

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს დღეიდან დატოვებენ. 

„ქართული ოცნების“  ინფორმაციით, დღეიდან თანამდებობებს დატოვებს ყველა საჯარო პირი, რომლებიც დეპუტატობის კანდიდატაა წარდგენილი.  

„თანამდებობებს დატოვებენ ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული (თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი); გიორგი ხოჯევანიშვილი - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული (გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი); შალვა კერესელიძე - მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული (მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი); ნოდარ ტურძელაძე - ვაკის რაიონის გამგებელი (ვაკის რაიონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი). 

აჭარის ა/რ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, რომელიც „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, თანამდებობა დატოვა. რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ. იგი წარდგენილია აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. რაც შეეხება დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს, ისინი თანამდებობებს საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე დატოვებენ“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
არქივი