თაკო ჩარკვიანი და გიორგი ვაშაძე ბლოკის შექმნაზე ფიქრობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
269 08 ივლისი 2020, 18:42

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, „ძალა ერთობაშიას“ ფორმატთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ დრომდე კონსულტაციები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, პარტიაში აზრი გაყოფილია და ბევრს სურს, რომ „ძალა ერთობაშიას“ ფორმატი არ შეიცვალოს.

„მე რა ინფორმაციაც მაქვს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ დრომდე კონსულტაციის რეჟიმში არიან, ვინაიდან იქ აზრი გაყოფილია. ბევრს აქვს სურვილი, მათ შორის ლიდერებს, რომ „ძალა ერთობაშია“ – ეს ფორმატი დარჩეს როგორც არის. დაველოდოთ მათ კონსულტაციას, „ძალა ერთობაშიას“ სხვა პარტიები ყველა შეჯერებულია.

თვითონ ლიდერებშიც ისეთი აზრთა სხვაობაა, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ თავს უფლებას ვერ მივცემ, მათ მაგივრად მე გავცე პასუხი, ჯერ საბოლოოდ არ არიან ჩამოყალიბებულები“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი სხვა პარტიების გადაწყვეტილებაც.

ამასთან, ჩარკვიანმა არ გამორიცხა, რომ გიორგი ვაშაძესთან საარჩევნო ბლოკი შექმნას.

„გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებების შესახებ ყველაფრის საქმის კურსში ვარ და ჩვენს გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მოგახსენებთ. კაცმა არ იცის, ვინ როგორ გავალთ. ჩვენ ბოლომდე ველოდებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ამხელა პარტიაა და მე პირადად პატივს ვცემ, რადგან დასავლური ღირებულებები გვაქვს საერთო.

ამიტომ ყველანი მათ გადაწყვეტილებას ველოდებით. თუ ისინი მოინდომებენ ცალკე გასვლას, ბუნებრივია, ჩვენ, გარკვეული ადამიანები, ვიფიქრებთ ბლოკზე. ვნახოთ, შეიძლება, მე და გიორგი ვაშაძემ ვიფიქროთ ჩვენს ბლოკზე, უკვე ვფიქრობთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.



 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც სახელმწიფო მიწების მითვისებაშია ეჭვმიტანილი, თანამდებობიდან გადადგა
ლევან ნიკოლეიშვილი - რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას და გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება
ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის
ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით
სოზარ სუბარი: იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით - არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა
არქივი