ირაკლი ჩიქოვანი - ოპოზიციის ყველა განცხადების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას, ოპოზიციის აპელაციებთან დაკავშირებით მე არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
292 08 ივლისი 2020, 18:14

ხუთ ქვეყანასთან საზღვრის გახსნა არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, ვითარება ცვალებადია და ამ ვითარებაზე თავად ევროკავშირი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებები შესაძლოა, ორ კვირაში გადაიხედოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებები შეიძლება გადაიხედოს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს და აღნიშნა, რომ ყველა ამ განცხადების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას.

„ოპოზიციის აპელაციებთან დაკავშირებით მე არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას, რადგან მგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციებია ყველა ამ განცხადებასთან მიმართებაში.

ჩვენ ევროპულ სახელმწიფოებთან ვსაუბრობთ იმაზე, რომ შევძლოთ უფრო ინტენსიური გავხადოთ მიმოსვლა. რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენ, უნგრულ მხარესთან ერთად, შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა კონკრეტული კომისია ორ სახელმწიფოს შორის და ვისაუბრებდით იმ აუცილებელ პროცედურებზე, რომელიც დააჩქარებდა ორ სახელმწიფოს შორის მიმოსვლას ტურიზმის თვალსაზრისით. ასე რომ, სამუშაოები მიმდინარეობს, მე თავს შევიკავებ კონკრეტული სახელმწიფოების დასახელებისგან, რადგან ეს არ იქნება სწორი. არის ძალიან ბევრი დეტალი და არის თანმიმდევრული პროცესი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია მაქვს, არსებითად ეს არის სატელეფონო საუბარი - ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს მზაობა იმისთვის, რომ საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა გაადვილდეს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილისა და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს
მიხეილ სააკაშვილი - უცხოეთში მყოფმა ქართველებმა საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ
არქივი