გია ვოლსკი გაერთიანებულ ოპოზიციაზე - ეს არის დროებითი გაერთიანება, რომელსაც უნდა, რომ დესტრუქციით შექმნას ხელისუფლების ცვლილების წინაპირობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
315 08 ივლისი 2020, 16:18
პოლიტიკური სუბიექტების რაოდენობა, რომელიც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურშია შეკრებილი, საზოგადოების მხარდაჭერას, მით უმეტეს, ჭარბ მხარდაჭერას არ განაპირობებს, – განაცხადა  პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ. 

„ვერ ვიტყვი „ნაციონალების“ ამბიციები სჭარბობს, თუ „ნაციონალების“ სატელიტების მოთხოვნები. ამას ვერავინ გაიგებს. მთავარი საფრთხე, რომელიც საზოგადოებამ უნდა დაინახოს, არის არა მარტო ეკლექტიკა ე.წ. გაერთიანებულ ოპოზციაში, არამედ, საერთოდ რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟები და რიტორიკა, რომელიც დროებით შეიძლება ერთნაირია.

რადიკალურად განსხვავებული ფასეულობები აქვთ, რომელიც გაერთიანებულია იმ სადისტური ფასეულობების გარშემო, რაც გააჩნდა „ნაციონალურ მოძრაობას“.

ეს შეუთავსებლობა განაპირობებს შეუთანხმებლობას. შეუთანხმებლობა განაპირობებს სურათის დანახვას, ვისთან გვაქვს საქმე. ეს არის ადამიანების დროებითი გაერთიანება, რომელსაც უნდა, რომ დესტრუქციით შექმნას ხელისუფლების ცვლილების წინაპირობა, აიღოს ხელისუფლება და გააგრძელოს იგივე დესტრუქციით ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება.

საფრთხე ამის გათვალისწინებით არის დასანახი. ეს საფრთხე ქვეყანას არ ემუქრება, რადგან დარწმუნებული ვარ, ამას საზოგადოება სწორად აფასებს. რას ამბობს შალვა ნათელაშვილი, ვისი კანდიდატურა დააყენეს საბურთალოზე, ამას არ აქვს მნიშვნელობა არჩევნების წინაპირობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდაზე: ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებას, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთიანობა
ნინო ლაცაბიძე: სამარცხვინოდ დაასრულა გახარიას პარტიამ მუშაობა - იყო ძალიან ცუდი მცდელობა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ, რის საშუალებასაც არავის მივცემ
რობერტა მეცოლა: უკრაინა, დასავლეთ ბალკანეთი, მოლდოვა და საქართველო უყურებენ ევროპას იმ იმედით და რწმენით, როგორც ჩვენ ვუყურებდით 2004 წელს, გაფართოების დროს
ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება არის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციაზე თავდასხმის წახალისება - პრეზიდენტმა კონსტიტუცია და ინსტიტუტები შეურაცხყო!
რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საფრანგეთი ევროკავშირს ახალი სანქციების დაწესებას სთავაზობს
არქივი