ნუგზარ წიკლაური - ჩვენ დავაყენებთ საბურთალოზე ისეთ კანდიდატს, რომელსაც ყველაზე მეტი შანსი ექნება წარმატების
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
247 08 ივლისი 2020, 16:06
ყველაზე დიდი თანხმობა არის, რომ საქართველოს კრიმინალური ხელისუფლება უნდა დამარცხდეს, რაც შეეხება სხვადასხვა საკითხებს, ვინ იქნება წარმომადგენელი, რა რაოდენობით და სხვა, ამაზე ყოველთვის არის მსჯელობა, როგორც პარტიებს შორის, ასევე პარტიებს შიგნით, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა. 

„ვფიქრობ, მივალთ ყველაზე ოპტიმალურ შედეგამდე. ის წარმომადგენლობა, რომელიც ეყოლება „ძალა ერთობაშიას“ იქნება დაკომპლექტებული ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ოპოზიციის წარმატებას არჩევნებში. მიმდინარეობს შეხვედრები, არ უნდა ვიფიქროთ, რომ კომუნიკაცია არ არსებობს პარტიებს შორის, ასე არ არის. პარასკევსაც არის სხდომა. არანაირი პრობლემა არ არსებობს. ყველაზე დიდი თანხმობა არის, რომ საქართველოს კრიმინალური ხელისუფლება უნდა დამარცხდეს. რაც შეეხება სხვადასხვა საკითხებს, თუ ვინ იქნება წარმომადგენელი, რა რაოდენობით და სხვა, ამაზე ყოველთვის არის მსჯელობა, როგორც პარტიებს შორის, ასევე პარტიების შიგნით. 

მთავარი მიზანი არის საერთო და ოპოზიცია გეგმავს გამარჯვებას. ყველა საკითხი უნდა იყოს განხილული და ამის შემდეგ იქნება ისეთი ნაბიჯები გადადგმული, რომელიც ამ ლოგიკას არ დაარღვევს, რომ ჩვენ ყველამ კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილება მივიღოთ. ჩვენ დავაყენებთ საბურთალოზე ისეთ კანდიდატს, რომელსაც ყველაზე მეტი შანსი ექნება წარმატების, იქნება თუ არა ეს ქალბატონი თაკო ვერ გეტყვით“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს, ერთი კი ამხილეს
როგორი ხელისუფლება სჭირდება უცხო ძალას საქართველოში
„ხალხის ძალის" ლიდერები აჭარაში პარტიის წევრებს შეხვდნენ
„ხალხის ძალა“: ევროპის კრიზისი საქართველოს მიმართ უკიდურესად არაევროპულ დამოკიდებულებაზეც აისახება. საქართველოსგან ითხოვენ ცესკოს და სასამართლოს დესტაბილიზაციას, აფინანსებენ ლგბტ-პროპაგანდას და მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას
მიხეილ ყაველაშვილი: იმ ბავშვებს, აქციაზე რომ დგანან, მინდა ვკითხო - იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ?
არქივი