ლაშა ნაცვლიშვილი: ოპოზიცია მმართველ გუნდს საქართველოს ედუარდ შევარდნაძის და ასლან აბაშიძის დროში დაბრუნებაში ადანაშაულებს, მაშინ როცა გიორგი რურუა პოლიტიკაში სწორედ აბაშიძის პარტიის სიით მოვიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
280 08 ივლისი 2020, 00:08
ეს ხალხი, რომელიც სახელმწიფოსა და ლეგიტიმური და არალეგიტიმური ძალადობის ალიანსს წარმოადგენდა, საკუთარ უბნელეს წარსულს წარმოადგენს როგორც ნათელ მომავალს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ შეცვლა ან მათ მხრიდან შეცდომების მონანიება გამორიცხულია და ხელისუფლებაში ყოფნისას მათ ტოტალიტარული რეჟიმის კლასიკური მაგალითი შექმნეს.

„ჩემი აზრით, ტოტალიტარიზმის კლასიკაში - გერმანული ნაციზმის, იტალიური ფაშიზმის შემდეგ, ჩვენს კონტინენტზე, „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნილი ტოტალიტარული სისტემა, სადაც ევროვიზიის კონკურსანტის კაბის ფერიდან დაწყებული, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტით დამთავრებული, ყველაფერს ერთი ძალა წყვეტდა, ეს არის კლასიკა და სახელმწიფოს მიმტაცებელი ტოტალიტარული რეჟიმი, რომელმაც საკუთარ დანაშაულებრივ წარსულს გვირგვინად 90-იანი წლების კრიმინალური ავტორიტეტი დაადგა და ყველა საშიში რაც არის - ქუჩისა და ძალადობის ალიანსი, ამას სთავაზობენ ნათელ მომავლად, ეს მართლაც ბნელი წარსულის მოციქულები“, - ამბობს ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, ოპოზიცია მმართველ გუნდს საქართველოს ედუარდ შევარდნაძის და ასლან აბაშიძის დროში დაბრუნებაში ადანაშაულებს, მაშინ როცა გიორგი რურუა პოლიტიკაში სწორედ აბაშიძის პარტიის სიით მოვიდა.  ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი შეცდომა საზოგადოების არასათანადო შეფასებაა.

„ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ისინი უშვებენ, არის ის, რომ ქართველი ხალხი მართლა სულელი ჰქონიათ, აი ამ უტიფრობას რომ ჰკადრებენ. იმიტომ რომ არ არიან ამ ხალხის ნაწილი. იმიტომ რომ ახლაც, ამ სიცრუითაც მასზე ძალადობენ. აღარ აქვთ ინსტრუმენტები, ვერ აწამებენ. ჭაკუა აღარ არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ვერ აწამებენ, ვერ იჭერენ, ვერ ხვრეტენ. მაგრამ დარჩა ძალადობის ეს სახე - სიცრუით და მანიპულირებით ძალადობა და ჩემი აზრით, ამ ძალადობასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს საკადრისი პასუხი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორები გვესაუბრებიან დღეს ძალის გადამეტებაზე
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას- თუ 11 წელი მედია თავისუფალია, ქვეყანაში მშვიდობაა, როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ჩამოშორდა ევროპულ ორბიტას-ხომ გესმით, რომ ჯერ კიდევ ხართ იმ წინა ხელისუფლების ტრავმაში, რა პოლიტიკურ ავარიაშიც მოხვდით 2012 წელს
ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, როგორც კი ერთი გრამი ხელისუფლება მიეცემათ, გადმოალაგებენ ტყავის ქურთუკებს, მაუზერს მოიმარჯვებენ და ისევ დაერევიან საზოგადოებას
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - ევროპის ქვეყნებს შორის, საშუალოვადიან პერიოდში, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ექნება
როინ შავაძის მკვლელობასა და უკანონო დაკავების ორგანიზებაში ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა
არქივი