დიმიტრი ხუნდაძე - ამერიკის, როგორც სახელმწიფოს პოზიცია, ეს არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია და მისი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში ელჩი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
233 07 ივლისი 2020, 16:00
ამერიკის, როგორც სახელმწიფოს პოზიცია, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია და მისი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში ელჩი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტზე 2021 ფისკალური წლისთვის.

„ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია არსებობს. თუ ამ კუთხით ვითარება გასაუმჯობესებელია, რა თქმა უნდა, ასეც მოხდება. მაგრამ ძირითადად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ოფიციალური ამერიკის რეკომენდაციები, განცხადებები და არ ვთქვათ, ვეძიოთ იქ, სადაც მოვძებნით საჩვენო სათქმელს პოზიციის თუ ოპოზიციის სასარგებლოდ.

ამერიკის, როგორც სახელმწიფოს პოზიცია, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია და მისი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში ელჩი. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ეფუძნება სახელმწიფოს ოფიციალურ განცხადებებს და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ განცხადებაში მსგავსი არაფერი ყოფილა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი 2021 ფისკალური წლისთვის. აღნიშნული კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და სხვა საერთაშორისო პროგრამებისა და აქტივობების დაფინანსებას ითვალისწინებს. ასიგნებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული პროექტის თანახმად, საქართველოსთვის გათვალისწინებულია სულ მცირე 132 025 000 დოლარის დაფინანსების გამოყოფა. 

ამასთან, გამოქვეყნებული დოკუმენტი დაფინანსების ნაწილის შეჩერებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობისთვის გათვალისწინებული დახმარების 15 პროცენტის გამოყოფის ვალდებულება შეიძლება, შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს, რომ ეს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს.  
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს, ერთი კი ამხილეს
როგორი ხელისუფლება სჭირდება უცხო ძალას საქართველოში
„ხალხის ძალის" ლიდერები აჭარაში პარტიის წევრებს შეხვდნენ
„ხალხის ძალა“: ევროპის კრიზისი საქართველოს მიმართ უკიდურესად არაევროპულ დამოკიდებულებაზეც აისახება. საქართველოსგან ითხოვენ ცესკოს და სასამართლოს დესტაბილიზაციას, აფინანსებენ ლგბტ-პროპაგანდას და მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას
მიხეილ ყაველაშვილი: იმ ბავშვებს, აქციაზე რომ დგანან, მინდა ვკითხო - იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ?
არქივი