გიგა ბოკერია - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან უაღრესად საგანგაშო სიგნალი გვაქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
280 07 ივლისი 2020, 15:16
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გიგა ბოკერიას შეფასებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოაქვეყნებული კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი, უაღრესად საგანგაშო სიგნალია.  

„ამ განსაკუთრებული გამოწვევის დროს ივანიშვილის გუნდი და მთავრობა აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას მის შიგნითა და გარეთ. იმის მაგივრად, რომ ასეთი ეკონომიკური კრიზისის დროს ჩვენი მოქალაქეებისთვის წნეხი დაეწია, როცა ევროკავშირმა გაგვიხსნა საზღვრები, რომ შანსი მიეცათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, სიღარიბეში არ გადავარდნილიყვნენ, არ გაკოტრებულიყო ბიზნესები და შემოსავალი დრამატულად არ შემცირებულიყო და კონკურენციაში ვყოფილიყავით, ჩვენ ვხედავთ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნისთვის პირდაპირი ზიანის მომტანია.

 იმის მაგივრად, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი გაჭირვების დროს ვლობირებდეთ თავისუფალ ვაჭრობას შეერთებულ შტატებთან და ჩვენი ქვეყნისთვის დამატებით დახმარებას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან უაღრესად საგანგაშო სიგნალი გვაქვს, ისეთი როგორიც არ გვქონია 2003 წლის შემდეგ, შევარდნაძის ეპოქაში იყო ბოლოს ამ ტიპის გზავნილი. დღეს ივანიშვილის ნაბიჯებით შეშფოთება ღრმაა, რომელსაც ის დგამს ჩვენს ქვეყანაში და რომლითაც მან ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეიყვანა“, - განაცხადა ბოკერიამ.

 შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია ნიკოლეიშვილი: ვვარაუდობ, რომ აქციას შეუერთდება ის პროფესურა, რომელიც ამ კანონთან კავშირში არ არის, მაგრამ მათი განწყობები დიდი ხანია, ასეთია
ბექა ოდიშარია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე: რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი შვილების და ჩემი შვილების მეგობრების თაობის გასაოცარი აგრესია
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში არ უნდა დარჩეს დასახლებული პუნქტი, სადაც არ გავაერთიანებთ ძალებს და არ შევქმნით უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის საერთო ცენტრს
რესპუბლიკის მოედანზე ქალთა ორგანიზაცია აქციას მართავს
ედიშერ გვენეტაძე “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებზე - აშკარაა "ქურდებს თავზე, ქუდები ეწვით", ამიტომაც არიან ასე ორკესტრირებულად აღრიალებულნი და დასახმარებლად უხმობენ თავიანთ დამფინანსებელ მამებს
არქივი