გია ვოლსკი - ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ იქნებ ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შეუმცირდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
232 07 ივლისი 2020, 15:03
„ოპოზიცია კონგრესის კანონპროექტს აღიქვამს გამარჯვებად. ოპოზიციის სამწუხაროდ, ეს არის სიცრუე. როცა ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობთ ნატოსთან ინტეგრაციის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ იქნებ ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შეუმცირდეს“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტს.

გია ვოლსკის თქმით, კანონპროექტის კონგრესის მიერ მოწონების პერსპექტივა პრაქტიკულად, არ არსებობს და სახელმწიფოს არანაირი ზარალი არ მიადგება, მიუხედავად ოპონენტების ინტენსიური ბრძოლისა.

„ფრონტერას“ ხელწერაც იგრძნობა. პირველი: „ფრონტერას“ და საქართველოს კორპორაციას შორის დავა სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟმა განიხილა და აღიარა, რომ „ფრონტერა“ ამ შეთხვევაში მართალი არ არის და რასაკვირველია, ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციებზეც, შეზღუდვაზეც არაფერი საუბარი არ არის, მით უმეტეს, რომ აგერ ოპეკი, სახელმწიფო დაწესებულება საკმაოდ სერიოზულ, მრავალმილიონიან ინვესტიციას აკეთებს საქართველოში და ეს ინვესტიცია ახლა მიმდინარეობს. ეს ერთი. მეორე - არის კონგრესმენების ჯგუფი, რომელიც ცნობილია ჩვენთვის და მათ მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც გამოქვეყნდა. ჯერ კომიტეტში უნდა განიხილონ, შემდეგ სხვა კომიტეტებში და შემდეგ მთლიანად კონგრესმა უნდა მოიწონოს, რის პერსპექტივაც პრაქტიკულად, არ არსებობს, ასე რომ, ჩვენი ოპონენტები მინდა დავამშვიდო, რომ სახელმწიფოს არ მიადგება არანაირი ზარალი, თუნდაც ასეთი ინტენსიური, გააფთრებული ბრძოლის მიუხედავად“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.​

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.

დოკუმენტში ასევეა საუბარი საქართველოსთვის გასაწევ დახმარებაზე. კერძოდ, კანონპროექტში გაწერილია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: აშშ-ში, Black Lives Matter-ის მოძრაობის დროს, სამართალდამცველებმა 19 კაცი მოკლეს, ასობით დაასახიჩრეს და 14 000 დააკავეს, ჩვენ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 11 პირზე გველაპარაკებიან აღშფოთებითა და შეშფოთებით
ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად შიდა ქართლის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდა
კახა კახიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ ქალის პატივისცემაზე, არავის გახსენებია „იმედის“ ჟურნალისტი - ქალბატონი იდგა და უკნიდან მამაკაცები აგინებდნენ და რას არ აკეთებდნენ, ყველანაირად ძალადობდნენ
ძალადობა არის ძალიან ცუდი, განხორციელდება ის მოქალაქეებზე, პოლიციელებზე თუ მით უმეტეს, ჟურნალისტებზე, რაც იყო ძალიან მძიმე საყურებელი
არქივი