ნინო ბურჯანაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე - ეს არის გზავნილი, რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდება ბიძინა ივანიშვილს თუ გონს არ მოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
245 07 ივლისი 2020, 14:47
“ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოაქვეყნებული კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი, სერიოზული გზავნილია, რომლითაც ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს.  

„პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში საუბარია არა დახმარების გაზრდასა და წახალისებაზე, არამედ დახმარების შეჩერებაზე, ეს მესიჯი ხელისუფლებისთვის კატასტროფული უნდა იყოს, თუ ოდნავ გონიერების ნატამალი აქვთ. ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ამ მესიჯს ძალიან კარგად გააცნობიერებს, რადგან ეს მესიჯი ფულს ეხება და მისთვის ნათელია, რომ თუ საუბარია, ქვეყნისთვის დახმარების შემცირებაზე, ასევე, შეიძლება ძალიან მოკლე ხანში სანქციები დააწესოს. 

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ პირველ რიგში, ხელისუფლება გონს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოეგოს.  ეს არის გზავნილი, რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდება ბიძინა ივანიშვილს თუ გონს არ მოვა, არჩევნებს ნორმალურად არ ჩაატარებს და არ უზრუნველყოფს ერთპიროვნული მმართველობის ნორმალური, სამართლიანი, მრავალპარტიული მმართველობით შეცვლას“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?! ეს უკვე ცინიზმია
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი