ნათია თურნავამ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გამართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
299 07 ივლისი 2020, 00:28
საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროგრამები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორ ლოურენს მერიდიტთან და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროს ვინსენტ რეისთან.  

შეხვედრა ონლაინფორმატში ჩატარდა და მასში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ონლაინშეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს მხარდაჭერის პროგრამებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა ანტიკრიზული გეგმის ფარგლებში, მათ შორის ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს.

„შეხვედრის დასაწყისში ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველომ მიიღო ევროკავშირის მიერ ე.წ. მწვანე ქვეყნებს შორის დასახელებით. მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებების აღიარებაა.

გარდა ამისა, ონლაინშეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მწვანე ზრდა, დიგიტალიზაცია, ელექტრონული ოპერაციების განვითარება, ქვეყნის ინტერნეტიზაცია, ენერგეტიკული რეფორმა და სხვ., ასევე მიმოხილულ იქნა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა იმ ეკონომიკურ გამოწვევებზეც, რომლებიც პანდემიის შედეგად წარმოიქმნა. აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარდაჭერას აღმოუჩენს ქვეყანას მათი დაძლევის პროცესში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ნიდერლანდების, დანიის საელჩოების ფულით დაფინანსებული „ენჯეო“ ულტიმატუმს უყენებდა პარლამენტს, შემდეგ მცდელობა ჰქონდათ, მშვიდობიანი აქცია გასცდენოდა მშვიდობიან ფარგლებს - ვფიქრობ, საელჩოებმა უნდა დააფიქსირონ პოზიცია
გია აბაშიძე - ქართველი ერის დაკვეთაა ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა, რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ასრულებს, ვასალობის ეპოქა დასრულდა, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს პრივილეგიებსა და ანტისახელმწიფოებრივ გრანტებს შეგუებულთათვის
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე, ეს კანონი სჭირდება ხალხს
რა შუაში იყო საფრანგეთის პრეზიდენტი საერთოდ ვერ ვხვდები - პრეზიდენტი უჩივის თავის ქვეყნის, ხალხის ხელისუფლებას სხვა ხალხის ხელისუფლებასთან
შალვა პაპუაშვილი - გუშინ ვნახეთ, რომ სინამდვილეში აქციის ორგანიზატორი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ენჯეოსექტორის ნაწილი, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია
არქივი