გერმანიის ელჩი - საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიის კუთხით და ვფიქრობ, ამას ქართველი ხალხი გრძნობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
284 05 ივლისი 2020, 22:59
ვიცი, რომ პოლიტიკაში და არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც, ხალხი ძალიან სწრაფად აჟიტირდება, იყენებენ საკმაოდ ხისტ ენას და საშუალებებს საკუთარი აზრის გამოსახატად, - ასე გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში „იმედის კვირასთან“ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სფეროში მოღვაწე ადამიანებმა პატივი სცენ ერთმანეთს.

„ეს არ არის ძალიან მოულოდნელი. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სფეროში მოღვაწე ადამიანებმა პატივი სცენ ერთმანეთს და იმედი მაქვს, რომ ეს გამოცდილება საქართველოში ხელს შეუწყობს ამის განვითარებას. ეს ყველაფერი უკვე დასრულდა, გასული კვირის ამბავია. ცვლილებები მიღებულია“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობა ძალიან ინტენსიურია. უამრავ გერმანელს აქვს განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მიმართ და მისივე განმარტებით, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დელეგაცია ჩამოვიდეს ამ ქვეყნაში.

„საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიის კუთხით და ვფიქრობ, ამას ქართველი ხალხი გრძნობს. საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობა ძალიან ინტენსიურია. უამრავ გერმანელს აქვს განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მიმართ და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი დელეგაცია ჩამოვიდეს ამ ქვეყნაში. მე ყოველდღე უამრავ ადამიანს ვხდები, არა მხოლოდ პოლიტიკოსებს არამედ მოქალაქეებსაც, მათგან უამრავ რამეს ვსწავლობ. განსაკუთრებით საინტერესოა ჩემთვის, როდესაც ქალქგარეთ გავდივარ და რეგიონში მოქალაქებთან მაქვს შეხვედრები“, - განაცხადა დიპლომატმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი