უკრაინელი ჟურნალისტები ხვალ ძალოვან უწყებებში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადებას შეიტანენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
385 29 ივნისი 2020, 23:12
30 ივნისს უკრაინელი ჟურნალისტები, ვალერი ტოვმაჩი და ოლეგ დეინეკა უკრაინის გენერალური პროკურორის, შს მინისტრისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის სახელზე განცხადებას შეიტანენ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს მკვლელობის მცდელობის სამზადისის შესახებ ინფორმაციის დამალვაში და უცხოურ აგენტურასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

„ჩვენი გადაწყვეტილება ეს განცხადება უკრაინის სამართალდამცველ ორგანოებში მის შეტანამდე გამოქვეყნების თაობაზე ჩვენს მიმართ ნებისმიერი უკანონო ქმედების განხორციელების გაფრთხილების მიზნით გაკეთდა, კერძოდ, ქართველი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის შემკვეთების, ორგანიზატორებისა და შემსრულებლების მხრიდან. გიორგი გაბუნიას, როგორც საქართველოს მომავალი პოლიტიკური მოღვაწის გაპიარებაში ჩვენ ძალაუნებურად ჩაგვრთეს. ეს ძალები მიზნად ისახავენ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას, ასევე პროვოკაციებსა და არეულობას“, - განაცხადა საინფორმაციო სააგენტო „უკრაინის ახალი ამბების“ დირექტორმა, ოლეგ დაინეკამ.

ჟურნალისტებმა ასევე განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის მარტში მათ დაუკავშირდა პირი, რომელმაც ჟურნალისტ ელისო კილაძესთან დაკავშირება სთხოვა. მოგვიანებით მათ შეიტყვეს, რომ ელისო კილაძე არა ერთხელ იყო უკრაინაში, სადაც მიხეილ სააკაშვილს ხვდებოდა. ერთ-ერთმა წყარომ ასევე დაადასტურა ელისო კილაძეს მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობისა და რეგულარული ფინანსური ანაზღაურების მიღების ფაქტი. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, ჩაფიქრებული იყო ჟურნალისტების საერთაშორისო გუნდის შექმნა ფართომასშტაბური საერთაშორისო PR-კამპანიისთვის, რომლის მიზანი გიორგი გაბუნიას, როგორც ოპოზიციის ახალი ფორმაციის მომავალ ლიდერად წარმოჩენა იყო.

უკრაინელი ჟურნალისტების განცხადებით, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილს და ზურაბ ადეიშვილს, ამ ამბის გამოყენებას კი პოლიტიკური მიზნებისთვის აპირებდნენ.

„ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოებიდან გავიგეთ, რომ ელისო კილაძე რამდენჯერმე იყო ნამყოფი უკრაინის მთავარ აეროპორტში - ბორისპოლში, სადაც მას მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვა ხვდებოდა“, - განაცხადეს ჟურნალისტებმა პრესკონფერენციაზე, რომელზეც შესაბამისი ვიდეომასალაც წარადგინეს.

სააგენტო „უკრაინული ახალი ამბების“ დირექტორის, ოლეგ დეინეკას განცხადებით, არსებობს აუდიოჩანაწერები მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს შორის, სადაც ისინი გიორგი გაბუნიას შესახებ საუბრობენ.

„ჩვენმა ერთ-ერთმა წყარომ დაგვიდასტურა კილაძისა და სააკაშვილის ფინანსური თანამშრომლობის ფაქტი, კერძოდ მისი რეგულარული ავიარეისების გადახდის სახით და ასევე ჯილდოს სახით, რომელსაც იგი თითქოს დამოუკიდებელ ჟურნალისტს უხდიდა“, - აცხადებს ოლეგ დეინეკა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: აშშ-ში, Black Lives Matter-ის მოძრაობის დროს, სამართალდამცველებმა 19 კაცი მოკლეს, ასობით დაასახიჩრეს და 14 000 დააკავეს, ჩვენ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 11 პირზე გველაპარაკებიან აღშფოთებითა და შეშფოთებით
ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად შიდა ქართლის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდა
კახა კახიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ ქალის პატივისცემაზე, არავის გახსენებია „იმედის“ ჟურნალისტი - ქალბატონი იდგა და უკნიდან მამაკაცები აგინებდნენ და რას არ აკეთებდნენ, ყველანაირად ძალადობდნენ
ძალადობა არის ძალიან ცუდი, განხორციელდება ის მოქალაქეებზე, პოლიციელებზე თუ მით უმეტეს, ჟურნალისტებზე, რაც იყო ძალიან მძიმე საყურებელი
არქივი