აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
303 29 ივნისი 2020, 17:08

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მიესალმება საქართველოს მიერ ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, რომელიც უზრუნველყოფს უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას.

„ეს ცვლილებები მიღებული იყო 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად, რომელიც მთავარ პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა. ცვლილებები წაახალისებს სტაბილურობის განმტკიცებასა და საპარლამენტო პლურალიზმს ოქტომებრში დაგეგმილ საპარალმენტო არჩევნებზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეიცავს ეუთო-ს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაცებს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ეფექტურად აამოქმედოს ასეთი კანონმდებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება, რომელიც  ქართველი ხალხის არჩევანს გამოხატავს.

„წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდების სამართლიანობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების დღე.

აშშ გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას დემოკრატიის გაძლიერებაში, საარჩევნო პრაქტიკაში, კანონის უზენაესობაში, ისევე როგორც უფრო ფართო ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, რაც არის საუკეთესო თავდაცვა რუსეთის აგრესიისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი