ვიოლა ფონ კრამონი - სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ყველამ არ მიიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
241 29 ივნისი 2020, 16:29

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ულოცავს.

როგორც ევროპარლამენტარი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს, სამწუხაროა, რომ „ყველამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში“.

„ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას! სამწუხაროა, რომ ყველამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. ამ მიღწევამ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები უფრო დემოკრატიული და სამართლიანი უნდა გახადოს.

და მაინც, დემოკრატიული ტრანზიციისთვის რჩევა იქნება, ყველა პარტიის ძალისხმევის გაგრძელება“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
არქივი