მიმდინარეობს საიტის ტესტირება დარჩი სახლში დარჩი სახლში დარჩი სახლში დარჩი სახლში მიმდინარეობს საიტის ტესტირება
ვულოცავ მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც მოქალაქეების, ოპოზიციის, ელჩებისა და საერთაშორისო თანამეგობრობიდან მხარდამჭერების მონაპოვარია-ნინო ბურჯანაძე
30 29 ივნისი 2020, 15:49

„ერთიანი საქართველო–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს მოსახლეობას მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილების მოღება ულოცავს.

მისი თქმით, ცვლილებები ქვეყანაში მრავალპარტიულ სისტემას უზრუნველყოფს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან რეალურად საქართველოს მოსახლეობას ეძლევა შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დავამთავროთ ერთპარტიული მმართველობა, ხელისუფლების უზურპაცია, მესიანიზმი და ქვეყანა მართოს პარლამენტმა და მის მიერ არჩეულმა მთავრობამ სწორედ ხალხის მიერ მიცემული ხმების საფუძველზე. ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანესი, ისტორიული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის შეფასებეით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მოსახლეობის, ოპოზიციის, დიალოგის მონაწილე ელჩების, ფასილიტატორების, საერთაშორისო თანამეგობრობიდან ყველა მხარდამჭერის ერთობლივი მონაპოვარია.

„ტყუილად ნუ ეცდება „ქართული ოცნება“, რომ შეეცადოს, თავისი თავისთვის მიიწეროს ეს ძალიან დიდი წარმატება და პოზიტიური ნაბიჯი. საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ჩვენ ერთი წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ მიგვექცია „ქართული ოცნება“, მოგვეყვანა ოდნავ მაინც გონს და „ქართული ოცნებისთვის“ ხელიდან გამოგვეგლიჯა დაპირებული და შემდეგ ჩაგდებული პროპორციული სისტემა.

ის 117 ხმა, რომელიც კანონპროექტმა განხილვის დროს მიიღო, არის არა „ქართული ოცნების“, არამედ ოპოზიციისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლების ხმები. რომ არა ოპოზიციური მაგიდის ერთობა და საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო ზეწოლა, კონსტიტუციური ცვლილებები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავიდოდა.

ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც იბრძოლა კონტიტუციური ცვლილებების მოსაპოვებლად. ახალგაზრდებს, კოლეგა ოპოზიციონერებს, რომლებიც შეკრებილები ვიყავით შალვა ნათელაშვილის ოფისში, ჩვენს ფასილიტატორ ელჩებს, აშშ-ში, ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და გერმანიის ელჩებს, საგანგებო მადლობები აშშ-ის კონგრესის, სენატის წარმომადგენლებს, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს წარმომადგენლებს და დასავლეთში ყველა იმ ჩვენს მეგობარს, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველოს მოსახლეობას ქართულ პარლამენტში მრავალპარტიულობა მოეპოვებინა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები  დაამტკიცა.  წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პოლიტიკა
08 ივლისი 2020, 18:42
სარეკლამო ადგილი - 12
485 x 50
სარეკლამო ადგილი - 13
485 x 50
სარეკლამო ადგილი - 14
485 x 50
სარეკლამო ადგილი - 15
155 x 200
07/07/2020 15:16
07/07/2020 15:03
07/07/2020 14:47
07/07/2020 14:39
07/07/2020 14:33
07/07/2020 14:28
07/07/2020 13:43
07/07/2020 12:35
07/07/2020 12:22
სარეკლამო ადგილი - 16
155 x 300
07/07/2020 11:57
07/07/2020 00:28
06/07/2020 23:25
06/07/2020 22:18
06/07/2020 20:21
06/07/2020 20:15
06/07/2020 16:42
06/07/2020 16:39
06/07/2020 16:09
სარეკლამო ადგილი - 17
155 x 500
თბილისი - 2020 წლის „საუკეთესო კულტურული ქალაქი“
თბილისი ლონდონისა და პარიზის გვერდით ევროპული მომავლის ქალაქებს შორის ლიდერ პოზიციებზეა
თბილისი პირველ ადგილზეა ევროპის მთავარ ქალაქებს შორის IFD-ის ეფექტიანობის მიხედვით
„ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის კონკურსში თბილისმა მესამე ადგილი დაიკავა
2020 წელს თბილისი იქცა ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ქალაქად, რომელიც იზიდავს ტურისტებს თავისი უძველესი კულტურით და მომავალზე ორიენტირებული სიახლეებით
თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის კონკურსში მონაწილეობს
ხმის მიცემის პროცედურა დღეს დაიწყო და 5 თებერვლამდე გაგრძელდება. ხმის მიცემა შესაძლებელია შვიდ დღეში ერთხელ ნებისმიერი გეოგრაფიული ლოკაციიდან
თბილისის მერია მოსახლეობას კონცერტებითა და სანახაობებით დატვირთულ ორკვირიან საახალწლო დღესასწაულს სთავაზობს
სარეკლამო ადგილი - 9
316 x 60
მოსამართლის კრეატიული განაჩენები პატიმრობის ნაცვლად
წიგნის კითხვა, დალაგება, მორგში ძილი, ქველმოქმედება - ცნობილი ამერიკელი მოსამართლე მაიკ ციკონეტტი ბრალდებულებს არჩევანის უფლებას აძლევს - ან ციხე ან კრეატიული განაჩენი
ტყიბული - არჩევანი ცივილიზაციასა და სოციალურ ბომბს შორის
პროფკავშირები მუშების შრომითი უფლებების დაცვას მოითხოვენ
"კაწრო" შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს
ექვსწლიანი პატიმრობა გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს
მუხრანში ახალგაზრდა კაცმა მამა და ბაბუა მოკლა
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა
ლაშა ნაცვლიშვილი - მწამებლებმა, რომლებსაც „ბასტით“ და „ბუბუთი“ მოიხსენიებდნენ, მიიღეს დავალება, შესულიყვნენ და ეწამებინათ პატიმრები, არ იცოდნენ, რომ ეს იმიტაცია იყო
პოლიტიკაბიზნესისამართალისპორტირეგიონებიმოგზაურობა
გართობასაზოგადოებათბილისიოკუპაციის ხაზიუფლება და რეალობა
არჩევნებისტატიებიგალერეა
ONGO.ge Copyright © 2019, ONGO.ge.   |   ელ-ფოსტა: dna.saagento@gmail.com   |   ტელ: (+995 32) 23 98 123