„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები აუცილებელი იყო ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ოპოზიცია ამ თემას სპეკულაციურად იყენებს-სოფო კილაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
275 25 მაისი 2020, 13:36

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელება საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად იყო აუცილებელი.

„მე, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი წინასწარ, საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურა. მე მგონია, რომ ამ ცვლილებების განხორციელება ჩვენი საზოგადოების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად იყო აუცილებელი და ყველაზე უმაღლესი კონსტიტუციური ღირებულება, რაც არის ადამიანის ღირსების შემდეგ, ეს არის ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ ჩვენ ვალდებულება გვაქვს, გავუფრთხილდეთ ამ სიცოცხლეს“,- განაცხადა კილაძემ.

სოფო კილაძის შეფასებით, ოპოზიცია ამ თემას სპეკულაციურად იყენებს.

„მესმის, რომ ოპოზიცია სპეკულაციურად იყენებს ამ თემას მათ შორის, ისევე როგორც ყველა დანარჩენ თემას, ეს მათი უფლებაა, შეუძლიათ, გაასაჩივრონ სასამართლოში, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში და ვნახოთ, რა შედეგი დაიდება, ეს უნდა შეაფასოს სასამართლომ“,- განაცხადა კილაძემ.

პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი, რომლითაც მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება. ცვლილებებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი ინსტიტუცია ევროპაში ისეთ რეზოლუციებს იღებს, რომელსაც მისივე კოლეგა ინსტიტუტები აუქმებენ და აქარწყლებენ
ილია დარჩიაშვილი - 29 აპრილს ადამიანები გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ბევრჯერ გავხდით მომსწრე დამაზიანებელი დეზინფორმაციისა, რომელსაც პასუხი სჭირდება
ილია დარჩიაშვილი - ევროპული მომავალი არის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი, მაგრამ პარალელურად გვინდა, შევინარჩუნოთ ღირებულებები, ტრადიციები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა
საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას და ევროპულ საგამოძიებო გუნდს წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ, ქართველებს ევროპული ღირებულება უკვე გვაქვს, ამ ღირებულებით ვცხოვრობთ და ევროპულ ღირებულებას რეზოლუცია ვერ ადგენს. ეს რეზოლუცია, მათრახივით რომ იყენებს ევროპარლამენტი, სწორედაც რომ არაევროპულია
არქივი