ოპოზიციას გოიმების წოდებით, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად­ მოვახვედრე - გოიმობას და ქაჯობას ამდენი ხანია თავი ვერ დააღწიეს-ირაკლი კობახიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
365 25 მაისი 2020, 10:46
ძალიან მომეწონა მათი რეაქცია, ოპოზიციას გოიმების წოდებით, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად­ მოვახვედრე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ  განაცხადა. მისივე თქმით, ეს პოლიტიკური სუბიექტები შარის მიზეზებს მაშინაც კი პოულობენ, როცა სპეკულაციების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

"ზუსტად ეს არის გოიმობა და ქაჯობა, რასაც ამდენი ხანია ვერ დააღწიეს თავი. სამწუხაროდ, სხვაგვარად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არ შეუძლიათ. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებას, ამ ამბავმა, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა საზოგადოების განწყობაზე, რადგან მას სამართლიანობის განცდა სჭირდებოდა. თუმცა საერთო-პოლიტიკური სურათი მაინც არ შეცვლილა. ჩვენ ველოდებით საპარლამენტო არჩევნებს, სადაც ოპოზიცია კიდევ ერთხელ ძალიან მძიმედ დამარცხდება. ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა ახალი ამბავი არ არის. ისინი, როგორც უკვე გითხარით, 2012 წლის შემოდგომიდან გვიგზავნიან წერილებს. ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუციას მწვავე შეფასება არ გაუკეთებია. მათ კარგად იციან, რომ 48 მილიონის ქურდი არ შეიძლება პოლიტპატიმრად მოიხსენიო. შესაბამისად, ეს რჩება ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებად," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ"კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდასაჭრი აქციები გრძელდება
საქართველოს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი სტუმრობს
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
არქივი