"უკრაინასა და საქართველოს ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას, ასევე სუამის ფარგლებში თანამშრომლობას და ოკუპაციას უკავშირდება"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
274 23 მაისი 2020, 21:42
საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქრონიკაში“ ისაუბრა იმ მიმართულებებზე, რომელზეც უკრაინიდან კონსულტაციებზე გამოძახებულ საქართველოს ელჩთან გაივლიან.

„ბუნებრივია, ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ, გამოვიწვიეთ ელჩი კონსულტაციებზე, ის ამჟამად იცავს ორკვირიან საკარანტინო პროცედურებს, საგარეო საქმეთა სამინისტროში კი 25 მაისს არის დაბარებული, როდესაც უკვე ეწურება კარანტინისთვის დაწესებული ვადა.

ბუნებრივია, მასთან ერთად გავივლით ყველა ძირითად მიმართულებას, რომელიც არის აქტუალური და შეიქმნა ამ ახალი გარემოების გამო, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გადაიხედება.

ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას ასევე სუამის ფარგლებში თანამშრომლობას და ოკუპაციას უკავშირდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეალობის ფონზე ჩვენს თანამშრომლობას ახლებულად შევხედოთ. აუცილებელია, რომ ყველა ეს მიმართულება გავიაროთ ელჩთან და ჩამოვყალიბდეთ უკრაინასთან შემდგომ სტრატეგიაზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს ელჩი უკრაინაში, რომელიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, საგარეო უწყებაში 25 მაისს არის დაბარებული.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: უკრაინის ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით გამომცემლობა „Инсайдер UA“-მ მოიყვანა საინტერესო მონაცემები: 2023 წელს ქვეყნის კაზინოებში უკრაინელებმა წააგეს 400 მილიონი გრივნა
ზელენსკი: უახლოეს თვეებში რუსეთი დიდ შეტევას დაიწყებს
უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა
„მამარდაშვილი ეროვნული გმირი“ - საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს
საქართველოსა და სომხეთის საპარლამენტო კომიტეტებმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი
არქივი