„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი 15 ივლისამდე მოქმედებს და იმედია, მთავრობა ამ პერიოდში რაიმე ბოროტების ჩადენას ვერ მოასწრებს-რომან გოცირიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
227 23 მაისი 2020, 14:18

საუკეთესო შემთხვევაში, თვენახევარი ანტიკონსტიტუციური მდგომარეობის პირობებში ვიქნებით, რადგან „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი 15 ივლისამდე მოქმედებს და იმედია, მთავრობა რაიმე ბოროტების ჩადენას ამ პერიოდში ვერ მოასწრებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით სხვანაირი გეგმა იყო ჩაფიქრებული, კანონი მუდმივი უნდა ყოფილიყო და ნებისმიერი უფლება, რაც მთავრობას შეზღუდვების თვალსაზრისით საგანგებო მდგომარეობის დროს ჰქონდა, მისი გამოყენება ყოველთვის უნდა შეძლებოდა, მათ შორის საარჩევნო კამპანიის დროს.

„დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ იმას, რაც დღეს არის. 15 ივლისის შემდეგ, ეს კანონი ისტორიას ჩაბარდება, მაგრამ ისტორიას შემორჩება ის, რომ დღეიდან, საქართველო არაკონსტიტუციურ უფლებებს აძლევს მთავრობას. ნებისმიერ შემთხვევაში, კანონი უნდა გასაჩივრდეს, რათა არავის ეპატიოს კონსტიტუციის დარღვევა. შეიძლება, მისი განხილვა ვერ მოესწროს და კანონი მანამდე გაუქმდეს, მაგრამ სარჩელი აუცილებელია, რადგან ხელისუფლებამ მორალური და პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს. საკონსტიტუციო სასამართლო დიდწილად დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. მას შეუძლია, საქმე გააჭიანუროს და ფეხი აითრიოს, საქმე მანამდე არ მიიყვანოს და მთავრობა არ ჩააყენოს ცუდ მდგომარეობაში, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლებას ხელს ყოველთვის აფარებს. ის მინიმალური შეზღუდვები, რაც უკვე მოქმედებს, რომლის შერბილებასაც აპირებენ მომავალში, შესაძლებელია, დაწესებულიყო მთავრობის მიერ ან ზოგიერთი მათგანი პარლამენტთან შეთანხმებით. ეს სავსებით შესაძლებელი იყო, სამართლებრივად ყველაფრის მოგვარება შეიძლებოდა, მაგრამ მათ ეს გზა აირჩიეს. ეტყობა, ჩანაფიქრი სულ სხვა ჰქონდათ, ეგონათ, გაუვიდოდათ და მუდმივ მოქმედ კანონს გამოიყენებდნენ, მათ შორის რეპრესიებისთვის, პოლიტიკური ოპოზიციის გასაჩერებლად, ასევე კონკურენციის შესაჩერებლად, ჭარბი ძალაუფლებისთვის, „შავი დღისთვის“. ოპოზიციის მიზანია, კონსტიტუციის დაცვა. შეუძლებელია, ამაზე მეტი მიზანი არსებობდეს“, – განაცხადა გოცირიძემ.

პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი გუშინ დაამტკიცა. პრეზიდენტმა ცვლილებებს ხელი უკვე მოაწერა. კანონს დროებითი სახე აქვს და ის 15 ივლისამდე იმოქმედებს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, უფლებრივი შეზღუდვის შესაძლებლობა აქვს. მათ შორის, პირთა მიმოსვლის, ეკონომიკური საქმიანობის

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე აქციის მონაწილეებზე: სლოგანიც კი შეცვალეს „ენა, მამული და ერთობათი“, რაც ამტკიცებს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია
მამუკა მდინარაძე ახალგაზრდებზე, რომლებიც აქციას მართავენ: წაიკითხონ კანონი და თუ რამეს რუსულს აღმოაჩენენ, ერთი არგუმენტი გვითხრან. ამაზე ვიმსჯელებთ ძალიან სერიოზულად
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება გამჭვირვალობის კანონის გაუქმება, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება
მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: ამიტომ ვეხვეწებით ყველას, რომელიც რაღაცას აპროტესტებს, ჯერ კანონპროექტი წაიკითხოს. თქვენც კი წაკითხული არ გაქვთ, რადგან ფარას კანონი და ლობისტების კანონი ერთი და იგივე გგონიათ
დიმიტრი ხუნდაძე: იმ ფულის გამჭვირვალობაა საჭირო, რომელიც აურზაურის და დესტაბილიზაციის დასაფინანსებლად იგზავნება საქართველოში
არქივი