საკადრო გადაადგილებები დიპლომატიურ კორპუსში - ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად ინიშნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
300 22 მაისი 2020, 15:28

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-სა და ჟენევაში ელჩები იცვლება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჟენევაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე იქნება, რომელიც თავის მხრივ, ადგილს ნატო-ში ვიქტორ დოლიძეს გაუცვლის.

„გვეყოლება ახალი ელჩები. ნატო-ში ჩვენმა ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა თავისი საქმიანობა, მას შეუსრულდა ელჩობისთვის განკუთვნილი ვადა 4+1, ანუ 5-წლიანი ვადა დაასრულა, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისი გამოცდილება მრავალმხრივ ურთიერთობებში გამოვიყენოთ ჟენევაში, საერთაშორისო ურთიერთობებში წარმომადგენლად. ის საქმიანობას გააგრძელებს ჟენევაში. ხოლო მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი იქნება. ბატონ ვიქტორს წარდგენა არ სჭირდება, კარგად იცნობთ, უაღრესად გამოცდილი დიპლომატია, ასევე სახელმწიფო მინისტრი გახლდათ ეროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და მნიშვნელოვან კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ასევე ნატო-სთან ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს თავადაც მისიაში ნამუშავარია წლების განმავლობაში.

ამ მიმართულებით კარგი დანიშვნებია. ასევე გვეყოლება ახალი ელჩი ავსტრიაში - ქეთევან ციხელაშვილი, სახელმწიფო მინისტრი გახლავთ და ვფიქრობ, ქალბატონი ქეთევანის გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი. მას მუდმივად ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან, რადგანაც თემები, რომელიც ეუთოში, საერთაშორისო ორგანიზაციებში განიხილება, მათ შორის, კონფლიქტებთან მიმართებაში, ესეც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, როემლსაც ქეთევან ციხელაშვილი წარუძღვება. ვფიქრობ, მისი გამოცდილება ასევე იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი