ლევან გოგიჩაიშვილი - ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონპროექტი. ანტიკონსტიტუციური კანონპროექტი ნიშნავს ძალადობას კონსტიტუციაზე, რაც თავის მხრივ, ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
245 22 მაისი 2020, 14:43
ამ ბაქიბუქს და ხელების ქნევას საკუთარი კაბინეტიდან, მუქარას, რომ მედიით მკაცრად დაველაპარაკები, პრემიერს შეუძლია მობრძანდეს და გავიაროთ კონსულტაციები, - ამის შესახებ „დამოუკიდებელი დეპუტატების" ფრაქციის წევრმა  ლევან გოგიჩაიშვილმა  განაცხადა, რითაც პრემიერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„საკუთარი კაბინეტიდან ხელის ქნევას, შეუძლია მოვიდეს პარლამენტში და გამართოს კონსულტაციები ფრაქციებთან. ვფიქრობ, რომ ეს არის არაეთიკური საქციელი მისი მხრიდან. ის კანონპროექი, რაც შემოჰქონდა ბატონ პრემიერს, ეს არის დიქტატურის კანონპროექტი. მას როგორც ჩანს, სისტემები კარგად არ ესმის, როგორც ჩანს, მას ესმის ერთი ადამიანის მსახურება, რომლის მსახურებითაც მას გააჩნია ეს თანამდებობა, მას ამისთვის არ მიუღწევია საკუთარი აქტიურობით, მან ამას მიაღწია ბიძინა ივანიშვილთან მორჩილებით.

ეს გადაწყვეტილება არის პარლამენტის უფლებამოსილების შეზღუდვა და ისეთი უფლებების მიცემა მთავრობისთვის, რაც არის ძალიან საშიში. კანონი ჩაანაცვლო ივანიშვილის დანიშული პრემიერ- მინისტრის კანონქვემდებარე აქტებით, ეს იქნება ყოვლად მიუღებელი და ამას შევეწინააღმდეგებით. მინდა პრემიერს შევახსენო, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა, ყოველთვის ია-ვარდებით არის მოფენილი,"- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

მისივე თქმით, კანონპროექტს კონსტიტუციურ სასამართლოში გაასაჩივრებენ და „სულ რომ მათი დანიშნული იყოს სასამართლო", ვერ შეძლებენ, რომ ის არ გააუქმონ.

„რატომ არ გამოაქვს თქვენი აზრით, კანონპროექტი კობახიძეს, რატომ არ გამოაქვს უმრავლესობის იურიდიულ ნაწილს, იმიტომ, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონპროექტი. ანტიკონსტიტუციური კანონპროექტი ნიშნავს ძალადობას კონსტიტუციაზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალებას. ეს არის დიქტატურისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი