არჩილ თალაკვაძე - პანდემია აღარ არსებობს, გავიმარჯვეთ და ყველა შეზღუდვა უნდა მოვხსნათ, ეს მიდგომა არის უპასუხისმგებლო და ხელისუფლება ამ საუბარში ვერ შევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
241 22 მაისი 2020, 13:12

მანიპულაცია, რომ თითქოს უკვე ყველაფერი დასრულდა, გავიმარჯვეთ, პანდემია აღარ არსებობს და ყველა შეზღუდვა უნდა მოვხსნათ, ეს მიდგომა არის უპასუხისმგებლო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე ამოცანები და პასუხისმგებლობები რჩება.

„გუშინ დაინახა საზოგადოებამ, რომ მნიშნელოვანია, საფრთხეს ვუპასუხოთ ადეკვატურად. არ არის ისე, რომ ყველაფერი მოიხსნას და მანიპულაცია, რომ თითქოს უკვე ყველაფერი დასრულდა, გავიმარჯვეთ, პანდემია აღარ არსებობს და ყველა შეზღუდვა უნდა მოვხსნათ, ეს მიდგომა არის უპასუხისმგებლო და რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამ საუბარში ვერ შევა. ჩვენ გვრჩება ამოცანები და პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ შევასრულებთ“,- განაცხადა თალაკვაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ჭირდება ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან
ზაალ ანჯაფარიძე-ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია, რომ საქართველო უარს ვერ იტყვის- თითქმის არ მეპარება ეჭვი, ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი
რატი იონათამიშვილი - ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილის დასანქცირება, გამჭვირვალობის კანონის და ოჯახური ღირებულებების საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა; პროექტის დაინიცირებისას აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს არავითარი ძალა არ აქვს
დავით ქართველიშვილი: უსამშობლოთა ზეიმია დღეს - რუსთაველზე არ მოსვლა გაიგივებული იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ლგბტ მომავლის პერსპექტივების გაზიარებასთან და ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
არქივი