მამუკა მდინარაძე - ჩვენ დღეს მივიღებთ კანონს, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავტოვოთ მინიმალური შეზღუდვები იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
247 22 მაისი 2020, 13:00
„ჩვენ ამ ბრძოლასაც წარმატებით გავართმევთ თავს და დღეს მივიღებთ კანონს, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავტოვოთ მინიმალური შეზღუდვები იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტში გუშინდელი გამოსვლები იყო „სპეკულაციებით სავსე“.

"გუშინ ჩვენ ვნახეთ საქართველოს პარლამენტში სპეკულაციებით სავსე გამოსვლები, როდესაც მთავარი იარაღი კოვიდინფექციასთან ბრძოლაში არის გარკვეული რეგულაციები და შეზღუდვები და ვიღაც გეუბნება, რომ არანაირი მცირე კალიბრის იარაღიც კი არ უნდა დარჩეს მთავრობას და ხელისუფლებას ამ პრობლემასთან ბრძოლაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმია. მაპატიოს ყველამ, გამორიცხულია სხვანაირი შეფასება. რომ ამბობ იარაღი არ უნდა გქონდეთ და ისე ებრძოლო პრობლემას, ეს არ არის პასუხისმგებლიანი მიდგომა. შეიძლება ვიღაცას უნდა, რომ პრობლემამ გაიმარჯვოს და პოლიტიკურად ამით ვიღაცამ ისარგებლოს, მაგრამ ეს არ უნდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეს, ამიტომ ჩვენ ამ ბრძოლასაც წარმატებით გავართმევთ თავს და ჩვენ დღეს მივიღებთ კანონს, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავტოვოთ მინიმალური შეზღუდვები იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, - განაცხადა მან. 

მამუკა მდინარაძემ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას მაღალი თვითშეგნების გამოჩენისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატება კორონავირუსთან ბრძოლაში მეტწილად საზოგადოების დამსახურებაა.

„საქართველო არის ერთგვარი პოზიტიური კუნძული, რადგან გარშემო ქვეყნებში არის ძალიან ცუდი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ასევე გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა, რაც არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამოწვევაა, ეს არის ეკონომიკის ხელახლა დაძვრა, გახსნა და განვითარება და ამ გამოწვევასთან ბრძოლაში ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ ამ პროცესის თანაზიარები და დაწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ ეკონომიკის სტიმულირებას იმგვარად, რომ რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეექმნას ჩვენს თითოეულ მოქალაქეს“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი