გიორგი გახარია - წელს ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი და კარგი, სანიმუშო დემოკრატიული არჩევნები - ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება და გუნდი მთლიანად, წარმატებით გავართმევთ თავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
255 22 მაისი 2020, 11:38

ყველას კარგად გვესმის, რომ წელს ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი და კარგი, სანიმუშო, დემოკრატიული არჩევნები - ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება და მთლიანად გუნდი, წარმატებით გავართმევთ თავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ, მთავრობას გვაქვს ვალდებულება, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში პოლიტკური პროცესის გაგრძელებას, საკონსტიტუციო პროცესის გაგრძელებას. ყველას კარგად გვესმის, რომ წელს ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი და კარგი, სანიმუშო დემოკრატიული არჩევნები - ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება და გუნდი მთლიანად, წარმატებით გავართმევთ თავს. თუ აქამდე ვიბრძოთ ორ ფრონტზე: ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების, ახლა დაგვემატა ახალი. ამასაც უნდა გავუძლოთ და ამ ფრონტზეც უნდა ვიყოთ წარმატებულები და გამარჯვებულები. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მოქალაქისთვის ისეთი უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ელემენტარული საკანონმდებლო ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ, შეზღუდვების სახით არ გავავრცელოთ და შევუშალოთ ხელი სწრაფ და მასშტაბურ ინფექციის გავრცელებას ქვეყანაში, ეს საკითხები ხდება პოლიტიკური სპეკულირების თემები. სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურად პანდემია გამოაცხადა, თუ არ ვცდები, 11 მარტს და ეს პანდემია ჯერჯერობით ჯანმო-ს არ მოუხსნია, რაც უკვე გვაძლევს იმის საშუალებას და გვაიძულებს და გვისახავს ამოცანას, რომ მსოფლიოსთან ერთად ვიბრძოლოთ ამ პანდემიის წინააღმდეგ, რასაც ეფექურად ვაკეთებთ. ამ საბჭოს მუშაობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა, ისევე, როგორც ამ საბჭოს ქვემოთ შექმნილ შტაბებს, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონალურ მასშტაბში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბექა ოდიშარია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე: რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი შვილების და ჩემი შვილების მეგობრების თაობის გასაოცარი აგრესია
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში არ უნდა დარჩეს დასახლებული პუნქტი, სადაც არ გავაერთიანებთ ძალებს და არ შევქმნით უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის საერთო ცენტრს
რესპუბლიკის მოედანზე ქალთა ორგანიზაცია აქციას მართავს
ედიშერ გვენეტაძე “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებზე - აშკარაა "ქურდებს თავზე, ქუდები ეწვით", ამიტომაც არიან ასე ორკესტრირებულად აღრიალებულნი და დასახმარებლად უხმობენ თავიანთ დამფინანსებელ მამებს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ დვანთნ, ორი ახალი უკანონო ინსტალაცია განათავსეს
არქივი