ადამ კინზინგერი - ჩვენ ხელს ვუწყობთ იმას, რომ ეს შეთანხმება შედგეს, რადგან საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
254 22 მაისი 2020, 11:34
"შეთანხმება შედგა, რომლის დეტალებსაც ყველა მხარე ეთანხმებოდა და მნიშვნელოვანია, რომ ის სრულად შესრულდეს“, - ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.  

„მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება სრულად შესრულდეს. დემოკრატია რთულია, თუმცა ჩანს, რომ მხარეები რეალური პროგნოზისკენ მიდიან. ეს უნდა დავამთავროთ და წინ წავიდეთ, უფრო დიდი საკითხები გვაქვს გადასაწყვტი, როგორიცაა კორონავირუსის შემდგომი განვითარება და მომავალი არჩევნები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ვაპირებ ჩავერიო და რომელიმე მხარეს რაიმესკენ ვუბიძგო. შეთანხმება შედგა, რომლის დეტალებსაც ყველა მხარე ეთანხმებოდა და მნიშვნელოვანია, რომ ის სრულად შესრულდეს. ჩანს, რომ ყველა მხარე დგამს რეალური პროგრესისკენ ნაბიჯებს, უნდა გავაგრძელოთ წინასვლა იმაზე, რაც არის და არ არის შესრულებული. საბოლოო ჯამში, მოდით შევასრულოთ ეს და საკითხი საარჩევნო ყუთთან გადავჭრათ“, - განაცხადა კონგრესმენმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ხელს უწყობს იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს.

„შეერთებული შტატები არაფერს არ ითხოვს, უბრალოდ ჩვენ ხელს ვუწყობთ იმას, რომ ეს შეთანხმება შედგეს, რადგან საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორები ვართ საქართველოსთვის. არასტაბილურობა არავისთვისაა კარგი. რუსეთი, რა თქმა უნდა, ყველაფრის სათავისოდ გამოყენებას ეცდება, რადგან ისინი არ ფიქრობენ, რომ ყველას ხმა უნდა ისმოდეს და თვლიან, რომ მხოლოდ ერთი კაცი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ყველასთვის. ჩვენ ამის არ გვჯერა, ამის არც ქართველებს სჯერათ. ჩვენ ვუზიარებთ საქართველოს იმას, რაც ვისწავლეთ და ხელს ვუწყობთ, თუმცა დეტალებში იმიტომ არ ჩავდივარ, რომ ეს თავად ქართველი ხალხის გადასწყვეტია და ვხედავ, რომ ეს მათ შესანიშნავად გამოსდით“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი