ირაკლი კობახიძე - უპრინციპობა, ღირებულებების არ არსებობა, ღირსების არ არსებობა არის ჩემთვის გოიმობა და ზუსტად, ეს სურათია წარმოდგენილი „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
248 22 მაისი 2020, 00:06
უპრინციპობა, ღირებულებების არ არსებობა არის ჩემთვის ზუსტად გოიმობა და ეს სურათია ზუსტად წარმოდგენილი „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, -  პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.  
 
„ეს არის საერთო აღქმა მათი საუბრის, მათი თითოეული მოქმედების, რასაც ისინი აკეთებენ, ვიზუალური ეფექტი, რაც ხდება „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში. აი, ეს სიტყვა ასახავს ზუსტად, ზედმიწევნით საერთო სურათს. ეს არის აღქმის საგანი და ეს ყველაფერი ზუსტად ემთხვევა საზოგადოების აღქმას და ძალიან ეტკინათ ეს სიტყვა ოპოზიციის წარმომადგენლებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„იმიტომ იყო საუბარი ოპოზიციაზე, რომ აქ არ არის საუბარი ინდივიდუალურ შეფასებაზე. მე გიგა ბოკერია არ ვარ, რომელიც ინდივიდს უწოდებს, მაგალითად, კლოუნებს. ასეთ სიტყვებს ხშირად იყენებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად ასეთი ეპითეტის გამოყენება სწორი არ არის. საოცარია ეს ყველაფერი. ძალიან კარგი იქნება, თუ გააგრძელებს გოიმობაში პირველობისკენ სწრაფვას გიგა ბოკერია

ძალიან მძიმე არის სურათი, რომელიც რომელიც წარმოდგენილია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში. ასეთია საზოგადოების აღქმა. მაგალითად, ნახეთ სურათი, როგორ აუწია ხელები ნათელაშვილმა ოქრუაშვილს და უგულავას, იმ ორ პოლიტიკოსს, რომელსაც რა სიტყვებით ამკობდა მანამდე ნათელაშვილი და პირიქითაც, ძალიან კარგად გახსოვთ. აი, უპრინციპობა, ღირებულებების არ არსებობა, ღირსების არ არსებობა არის ჩემთვის ზუსტად გოიმობა და ზუსტად, ეს სურათია წარმოდგენილი „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
არქივი