ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოდის, შემზღუდავი ნორმები კანონის გარდამავალ დებულებებში გაიწეროს და 15 ივლისამდე იმოქმედოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
324 21 მაისი 2020, 19:45

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული შემზღუდავი ნორმები კანონპროექტის გარდამავალ დებულებებში გაიწეროს.

კობახიძის განმარტებით, დებულების მოქმედების ვადა შეიძლება, პირობითად განისაზღვროს 15 ივლისი, რა დროისთვისაც კორონავირუსის საფრთხე სავარაუდოდ გადაივლის.

„კოლეგებო, როგორც მოგეხსენებათ, ამ კანონის მიღება არის ერთგვარი სასწრაფო აუცილებლობით ნაკარნახევი. როგორც მოგეხსენებათ, ხვალ უკვე უქმდება საგანგებო მდგომარეობა, თუმცა, ჩვენ გვჭირდება შეზღუდვების შენარჩუნება გარკვეული პერიოდით და იდეის დონეზე, მინდა, შემოვიტანო ასეთი ინიციატივა: მეორე მოსმენამდე დღესვე რო განვიხილოთ ასეთი რამ – ის შეზღუდვები, უფრო სწორად ნორმები, რომლებიც დგინდება ამ ახალი კანონით, იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში, მაგალითად, პირობითად რომ ავიღოთ 15 ივლისამდე ვადა. 15 ივლისამდე, იმედია, რომ იქნება რადიკალურად განსხვავებული ვითარება პანდემიის კუთხითაც. მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და ამის შედეგ უკვე ეს გარდამავალი დებულებები ბუნებრივია, დაკარგავს თავსი აქტუალობას. ეს არის სპონტანური იდეა და გთავაზობთ დღესვე განვიხილოთ ეს იდეა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის ინიციატივა საინტერესოდ შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

„საინტერესო ინიციატივაა. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია სრულად არ ესწრება. კიდევ ერთხელ მინდა, ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან შევახსენო, რომ პოლიტიკური და საპარლამენტო პროცესი არ არის, როდესაც მხოლოდ შენ გისმენენ. ასევე მოიცავს, როდესაც შენ უსმენ სხვებს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ, ხვალ უკვე სრულად იქნება დასწრება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სხდომაზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის ეთანხმება ირაკლი კობახიძის ინიციატივას და ფიქრობს, რომ ეს სპეკულაციებს წერტილს დაუსვამს.

„ბუნებრივია, პირველ რიგში, ვეთანხმები ჩემი კოლეგის, ირაკლი კობახიძის ახალ ინიციატივას. ეს თუნდაც იმ სპეკულაციურ წუხილებს მოხსნის, რომლებიც ვადასთან არის დაკავშირებული. უნდა განვმარტოთ კიდევ ერთხელ, რომ ვადა ამ სიტყვების​ – პანდემიისა და ეპიდემიის დათქმის სახით იყო განსაზღვრული. პანდემიას არ განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა ან პარლამენტი. განსაზღვრავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მაგრამ ეს არის ბოლო წერტილი იმ სპეკულაციების ჩასახსნელად, რასაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით. ყველა კითხვაზე პასუხი იქნება უკვე გადამწყვეტი, საბოლოო, რომ დროებითობა კიდევ უფრო გამყარებული იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვა, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ასევე ომბუდსმენის ოფისს წინასწარ, საკმარისი დროით ადრე აცნობოს, როდის გაიმართება კომიტეტის სხდომა, სადაც აღნიშნულ კანონპროექტზე იმსჯელებენ შემდეგ მოსმენაზე გასატანად.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
არქივი