კობახიძის ლექსიკა ძალიან ვულგარულია-ლევან გოგიჩაიშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
374 21 მაისი 2020, 15:04
ირაკლი კობახიძეს მაღალი მორალური სტანდარტები არ გააჩნია. ის არის ჩვეულებრივი აკო მინაშვილი, - ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, როგორ შეაფასებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად მას "ასეთი გოიმური ოპოზიციური სპექტრი არ ახსენდება".

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძე ძალიან ვულგარულ პოლიტიკოსად იქცა.

"მისი ლექსიკა არის ძალიან ვულგარული. არავის მოსწონს მისი არც პოლიტიკური აქტივობა და მითუმეტეს, ახლა ძალიან ვულგარული გახდა მისი ლექსიკაც. შესაბამისად, ვერაფერს მოვითხოვ. მაღალ სტანდარტს ვერ მოითხოვთ კობახიძისგან, იმიტომ, რომ მას მაღალი მორალური სტანდარტები არ გააჩნია. ის არის ჩვეულებრივი აკო მინაშვილი", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი