გია ვოლსკი - გამორიცხულია, ხელისუფლებამ ვიღაც შეზღუდოს, ამაზე გველაპარაკებიან ისინი, რომლებსაც არც ერთი კანონი არ აძლევდათ უფლებას, ეწამებინათ ციხეებში, წაერთმიათ ქონება, ღირსება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
303 21 მაისი 2020, 12:43

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები რეალობას აცდენილია.

ვოლსკის თქმით, პარლამენტი აძლევს უფლებამოსილებას მთავრობას, იმოქმედოს, მიიღოს გადაუდებელი ზომები, თუ კი ამის საჭიროება იქნება.

თუმცა, ვოლსკის განმარტებით, დაბარების, ყველა გადადგმულ ნაბიჯზე პასუხისგების მექანიზმი იგივენაირად რჩება.

„იმდენად აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობიდან ოპოზიციის ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ერთ წინადადებაში ძნელია, განმარტო თვითონ სირთულე, რისი წარმოდგენაც უნდა ოპოზიციას ამ „ჯანმრთელობის დაცვის კანონთან“ დაკავშირებით.

ელემენტარულია, პარლამენტი აძლევს უფლებამოსილებას მთავრობას, იმოქმედოს, მიიღოს გადაუდებელი ზომები, თუ კი ამის საჭიროება იქნება. რასაკვირველია, პასუხის მოთხოვნის მექანიზმი, დაბარების მექანიზმი, ყველა გადადგმულ ნაბიჯზე პასუხისგების მექანიზმი, ეს არ იშლება, ამაშია მთელი არსი ამ კანონპროექტის.

გვეუბნებიან, რომ ყველა გადასადგმელი ნაბიჯის წინ უნდა იყოს პარლამენტთან შეთანხმება, როდესაც ჯერ ერთი სრულიად ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, მეორეც, ოპერატიული ვითარება ან ვითარების დამძიმება, რომელიც შეიძლება, მოყვეს ამ ვირუსის გავრცელებას, რასაკვირველია, ოპერატიულ მოქმედებებს მოითხოვს.

ამაშია მთელი არსი. მთავრობას უნდა ქონდეს მექანიზმები იმოქმედოს შესაბამისად და რა ძალა შეიძლება გამოიყენოს მთავრობამ ან რატომ, რის საფუძველზე, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს, რომ შეზღუდოს ადამიანები მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს, ეს არის წმინდა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. რასაკვირველია, პოლიტიკურ ტექნოლოგიებს განეკუთვნება და არა საქმეზე და ხალხზე ზრუნვის ელემენტს“,- აღნიშნა ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკის თქმით, ამ ყველაფერზე საუბრობენ ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ყველანაირი კანონი დაარღვიეს.

„ის ხალხი გველაპარაკება, რომელმაც ყველანაირი კანონონის არსებობის პერიოდში, ყველანაირი კანონი დაარღვია, არც ერთი კანონი არ აძლევდა იმას, რომ ეწამებინათ ხალხი ციხეებში, მაგრამ აწამეს, დაეჭირათ და წაერთმიათ ქონება, ჯანმრთელობა ან ღირსება, მაგრამ გააკეთეს, არც ერთი კანონი ამის უფლებას არ ძლევდა,  გამორიცხულია, რომ ხელისუფლებამ თითქოს და ვიღაც შეზღუდოს, გამოიყენოს უფლებამოსილება ისე, რომ არ იყოს ვირუსთან ბრძოლის აუცილებლობით განპირობებული. გამორიცხულია, თორემ ნებისმიერ პირობებში ნებისმიერ მთავრობას კანონით, თუ კანონის ფარგლებში შეუძლია, იმოქმედოს ისე, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება მოქმედებდა. ამაზეა საუბარი, ლოგიკა აქ არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლითაც შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?! ეს უკვე ცინიზმია
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი